logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: დამარცხებული და ქვეყნიდან გაქცეული, იგივე პროპაგანდით და ყველა საშუალებით აგრძელებს ოპონირებას ხელისუფლების კვლავ დასაბრუნებლად და რევანშის განსახორციელებლად
გურამ ნიკოლაშვილი: დამარცხებული და ქვეყნიდან გაქცეული, იგივე პროპაგანდით და ყველა საშუალებით აგრძელებს ოპონირებას ხელისუფლების კვლავ დასაბრუნებლად და რევანშის განსახორციელებლად
19:30 06.08.2019
„საქართველო დამარცხდა რუსეთთან ომში, რუსეთი გახდა ოკუპანტი, სააკაშვილმა გარე მტრის ხატის გამოყენებით დათრგუნა პოლიტიკური ოპონენტები, რითაც მოეხსნა წნეხი და „ამოისუნთქა“ -წერს ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი სტატიაში „ვინ „ამოისუნთქა“ 2008 წელს“.

მისი თქმით, სააკაშვილმა გაითამაშა დავითისა და გოლიათის მეტაფორა, როდესაც სუსტი ამარცხებს ძლიერს.

„ომში მარცხის მიუხედავად, ქვეყნის 20 პროცენტის დათმობის ხარჯზე მან გამარჯვებად გამოაცხადა 80 პროცენტის შენარჩუნება. ომისშემდგომი რიტორიკა ამის ყველაზე კარგი დასტურია. მან ეს გააკეთა რუსეთისთვის მთავარი ინტერესის დაკმაყოფილების ხარჯზე - გაემყარებინა სამხედრო პოზიციები კავკასიაში და შური ეძია კოსოვოს აღიარებისთვის. ინტერესები დაემთხვა. რუსეთს სჭირდებოდა ომი, მიშას კი გარე მტერი. ლეგიტიმაციისთვის მას სჭირდებოდა გარე ფაქტორი, რომელიც რუსეთთან ჭიდილში უნდა მიეღო. ცხინვალის დაბრუნების შემთხვევაში ის იღებდა ტრიუმფს და გაამართლებდა ყველა დანაშაულს, რაც მანამდე ჩაუდენია. დამარცხების შემთხვევაში თავს წარმოაჩენდა რუსეთთან მეომარ ფიგურად. ის შექმნიდა ნარატივს, რომლითაც დადგებოდა იმ სტატუსზე მაღლა, ვიდრე ამას შიდა პოლიტიკური ვითარება ანიჭებდა“ - ამბობს სტატიის ავტორი.

მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველივე დღეს სააკაშვილმა მიაღწია ამ მიზანს. ომმა გადაფარა ქვეყნის შიგნით არსებული მძლავრი ოპოზიციურ განწყობა მის მიმართ. ომის პირველივე დღეს ოპოზიციურმა ძალებმა გამოაცხადეს მორატორიუმი შიდა დაპირისპირებაზე. რუსული საფრთხის საშუალებით მოხდა მათი განეიტრალება. ამისთვის სააკაშვილმა მადლობაც კი გადაუხადა ოპოზიციას და ლევან გაჩეჩილაძეს მხარდაჭერისთვის. https://old.civil.ge/geo/article.php?id=19107&search=

„მთავარ პოლიტიკურ მიზანს მან მიაღწია, მან ამოისუნთქა ოპოზიციისგან. დანარჩენი კი უკვე ტექნიკის საქმე იყო. ქვეყანა აღმოჩნდა ისეთ განსაცდელში, რომელმაც განაპირობა ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ქვეყანა დადგა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე, გათიშული ხალხი გაერთიანდა სახელმწიფოს დასაცავად. სახელმწიფოს კი ჰყავდა პრეზიდენტი, რომელმაც ისარგებლა ამ ერთიანობით. მას მიეცა ამოსუნთქვის საშუალება, მას მიეცა მმართველობის გაგრძელების საშუალება, მას მიეცა დღის წესრიგის მთავარი საკითხის შეცვლის საშუალება. ომის შემდგომ დღეებში სააკაშვილი გამოთქვამდა მზადყოფნას საერთაშორისო გამოძიების ჩასატარებლად. შემდეგ კი მას არ მოეწონა ტალიავინის კომისიის დასკვნა. შექმნა საკუთარი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია, სადაც წარმოადგინა მომხდარის თავისი ვერსია და გაამართლა ომამდე და ომის დროს მიღებული გადაწყვეტილებები. რუსეთის აგრესიითა და ოკუპაციით გადაიფარა ქვეყნის ხელმძღვანელობის შეცდომები. დავიწყებას მიეცა ფაქტი, რომ ამ ომს ჩვენ ვიახლოვებდით როგორც შეგვეძლო“ - აცხადებს ნიკოლაშვილი.

ამასთან, მისი თქმით, პროპაგანდის მიერ დახატული რუსეთის მიღმა არსებობდა რეალური რუსეთი, რეალური გავლენით და როლით საერთაშორისო ურთიერთობებში.

„საქართველოს მთავრობა მინისტრ ვაშაძის ხელით ხალხისგან მალულად წერდა რუსულ მხარეს და ითხოვდა კულტურული კავშირების აღდგენას, ხალხისგან მალულად შემოჰყავდათ ქვეყანაში რუსული ენერგოკომპანიები და რაც მთავარია, ღიად და ცალმხრივად გააუქმეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან, 2010 წელს ნაწილობრივ და 2012 წელს სრულად. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება მოხდა იმ ხალხის მიერ, რომელმაც უარი უთხრა პროპაგანდით ცხოვრებას. 2012 წელს ნაცმოძრაობა დამარცხდა, დაკარგა სახელისუფლო ბერკეტები, მაგრამ შეინარჩუნა პროპაგანდის მანქანა, ნაცმოძრაობის სპიკერების მთავარი პლატფორმა, სადაც მოკრიბა იდეური მოკავშირეები და შეუტია საჯარო სივრცეს. დაიწყო ნარატივთა ბრძოლა, სადაც სააკაშვილმა პროპაგანდის მთავარი იარაღი მიმართა ომის მოვლენებისა და შედეგების ერთ რიტორიკულ კითხვაში მოსაქცევად - „ვინ დაიწყო ომი“. მისაღები იყო მხოლოდ ერთი პასუხი, ომი რუსეთმა დაიწყო, და ნებისმიერი სხვა რაკურსით მოვლენათა ანალიზი, სააკაშვილის ბრალეულობის გამოკვეთა, მის შეცდომებზე საუბარი მოინათლა ომში საქართველოს დადანაშაულებად. რაკი ომი რუსეთმა დაიწყო, მიშა უდანაშაულოა - ეს იყო და არის მთავარი მესიჯი. მიშას ბრალეულობის, როლის, მოქმედებების განხილვა აღარ ხდება, რადგანაც „ომი ხომ რუსეთმა დაიწყო“. სააკაშვილმაც სწორედ ამ მარტივ ფორმულაზე ააგო თავისი დასაცავი პროპაგანდა.“ - ამბობს ავტორი.

მისი თქმით, მთელი ზემოთმოცემული მსჯელობის დასკვნა არის მარტივი: საქართველო დამარცხდა რუსეთთან ომში, რუსეთი გახდა ოკუპანტი, სააკაშვილმა გარე მტრის ხატის გამოყენებით დათრგუნა პოლიტიკური ოპონენტები, რითაც მოეხსნა წნეხი და „ამოისუნთქა“. ამოისუნთქა იმდენად, რომ მალევე დაიწყო ზრუნვა მმართველობის უვადოდ გასაგრძელებლად - 2010 წელს შეცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა გადაიყვანა საპარლამენტო მოწყობაზე სუპერსაპრემიერო მმართველობით. დღეს კი, დამარცხებული და ქვეყნიდან გაქცეული, იგივე პროპაგანდით და ყველა საშუალებით აგრძელებს ოპონირებას ხელისუფლების კვლავ დასაბრუნებლად და რევანშის განსახორციელებლად“ - წერს ნიკოლაშვილი.

სტატიის ბმული: https://www.kvirispalitra.ge/politic/55992-vin-qamoisunthqaq-2008-tsels.html
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის