logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: ქვეყანამ სააკაშვილის მავნებლობა განსაკუთრებით მძაფრად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იგრძნო
გურამ ნიკოლაშვილი: ქვეყანამ სააკაშვილის მავნებლობა განსაკუთრებით მძაფრად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იგრძნო
19:20 06.08.2019
ასობით დაღუპული, ათასობით დევნილი, დაკარგული ტერიტორიები და რუსეთის მიერ დაკანონებული სამხედრო ბაზები. ქვეყანამ სააკაშვილის მავნებლობა განსაკუთრებით მძაფრად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იგრძნო - წერს ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი სტატიაში სათაურით „ვინ „ამოისუნთქა“ 2008 წელს“.

„კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულლ სტატიაში ავტორი ეხმიანება შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის შოთა უტიაშვილის ფეისბუქსტატუსს, სადაც ის ამბობს - „აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს „დაჩმორება“ იოლი არ იქნებოდა“ - შოთა უტიაშვილი .

როგორც ავტორი წერს, ყოფილი მაღალჩინოსნის ამ სტატუსს მძაფრი რეაქცია მოჰყვა მედიაშიც და ქუჩაშიც.

„იდეაში შოთა რუსულ გავლენაზე წერს. წერს, რომ ომის შედეგად რუსული გავლენა შეჩერდა. ამის მიუხედავად, ძალიან საყურადღებოა მის მიერ გამოყენებული ფრაზა, რომ ომმა საქართველო ამოასუნთქა. უტიაშვილის მოსაზრება თითქმის ყველა წინადადებაში საკამათოა, მაგრამ პირველ ეტაპზე „ამოსუნთქვის“ თემას გავყვეთ. 2010 წელს სააკაშვილმა შეცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა საპრეზიდენტო მოდელიდან გადაიყვანა სუპერსაპრემიერო მოდელზე, რითაც გაიმზადა სამართლებრივი საფუძველი 2012 წლიდან ქვეყნის უვადოდ სამართავად. საქართველო იყო ასპარეზი მისი პერსონალური ვნებების სარეალიზაციოდ, რაც გულმოდგინედ იფუთებოდა ქვეყნის აღმშენებლობად, რისთვისაც გამოიყენებოდა პროპაგანდის ყველა ინსტრუმენტი. სააკაშვილის ტოტალიტარიზმი შეიფუთა დემოკრატიის მანტიით“ - ამბობს ავტორი.

მისივე თქმით, 9 წლის მანძილზე წარმოებული ეგრეთ წოდებული ინსტიტუციური რეფორმები ემსახურებოდა მთავარ მიზანს, ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას, რასაც უნდა უზრუნველეყო მისი ერთპიროვნული მმართველობა.

„კავკასიასთან დაკავშირებული რუსული გეოპოლიტიკური და სამხედრო ინტერესები ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენულ მისწრაფებას, აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და იარსებოს კონსტიტუციურ საზღვრებში. რუსული ინტერესები 2008 წლის შედეგად პირდაპირ რეალიზდა ოკუპაციაში, რომლის შედეგადაც საქართველოს ორი მნიშვნელოვანი რეგიონი მის პირდაპირ მმართველობაშია. 2008 წლისთვის დღის წესრიგში უკვე იდგა მნიშვნელოვანი საკითხი - გაემყარებინა სამხედრო პოზიციები კავკასიაში და შური ეძია კოსოვოს აღიარებისთვის“ - წერს გურამ ნიკოლაშვილი.

სტატიის ბმული : https://www.kvirispalitra.ge/politic/55992-vin-qamoisunthqaq-2008-tsels.html
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის