logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ხელისუფლება დგამს ქმედით ნაბიჯებს, რომ ადამიანის სიცოცხლე, მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იყოს დაცული
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ხელისუფლება დგამს ქმედით ნაბიჯებს, რომ ადამიანის სიცოცხლე, მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იყოს დაცული
18:14 06.08.2019
არჩილ თალაკვაძე: საქართველო გააგრძელებს განვითარებას იმ მიმართულებით, სადაც არის ევროპული ღირებულებები და სადაც ადამიანების საჭიროებები ჯანდაცვასთან, განათლებასთან, საცხოვრისთან, ეკონომიკურ პროცესში მონაწილეობასთან მიმართებაში არის გარანტირებული და უზრუნველყოფილი

„ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, ფინანსური ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე არის სწორი პრიორიტეტი. პარლამენტი მხარს უჭერს და მიესალმება მთავრობის ამ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანის უფლებები და მათი ბაზისური საჭიროებები, ჯანდაცვა, ადეკვატური საცხოვრისი და უსაფრთხოება, არის ხელისუფლების, მთავარი პრიორიტეტი. არჩილ თალაკვაძის თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სიმბოლურ ფასად შეძენის პროგრამა არ არის პირველი რეფორმა და პირველი ინიციატივა რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება, საზოგადოებასთან ერთად, დგამს ქმედით ნაბიჯებს, რომ ადამიანის სიცოცხლე, მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იყოს დაცული.

„ადამიანი, როგორც ღირებულება, ადამიანის უსაფრთხოება და მისი კეთილდღეობა რჩება და არის ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი სახელმწიფოს აზროვნების მთავარი ცენტრი. თქვენთან ერთდ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შევინარჩუნოთ ეს ღირებულება მომავალში. საქართველო გააგრძელებს განვითარებას იმ მიმართულებით, სადაც არის ევროპა, ევროპული ღირებულებები და სადაც ადამიანების საჭიროებები ჯანდაცვასთან, განათლებასთან, საცხოვრისთან, ეკონომიკურ პროცესში მონაწილეობასთან მიმართებაში არის გარანტირებული და უზრუნველყოფილი “,-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი იქნება აქტიურად ჩართული ამ პროგრამის მონიტორინგში, რათა მისი ადმინისტრირება, ელექტრონული რეცეპტების გამოყენება მომავალში და ის მექანიზმები, რომლებიც შეუფერხებლად უნდა უზრუნველყოფდეს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას, განხორციელდეს ზუსტად ისე, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული. მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტი იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც პროგრამის მუშაობას შეაფასებს და განიხილავს.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ სამინისტროს, სამთავრობო გუნდს, სამედიცინო დარგის პროფესიონალებს პროგრამის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისის საკრებულოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარადგინა პროგრამა, რომლითაც პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენას შეძლებენ.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა