logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
თანამდებობას რომ ელოდები ჩემი მოკლული შვილის სისხლით და რომ მავალდებულებ, ისე მოვიქცე მეც, რომ შენ ეს თანამდებობა უეჭველად მოგცენ, მაგას რა დავარქვა აღარ ვიცი! - რა მოხდა ზაზა სარალიძესა და ზვიად კუპრავას შორის
თანამდებობას რომ ელოდები ჩემი მოკლული შვილის სისხლით და რომ მავალდებულებ, ისე მოვიქცე მეც, რომ შენ ეს თანამდებობა უეჭველად მოგცენ, მაგას რა დავარქვა აღარ ვიცი! - რა მოხდა ზაზა სარალიძესა და ზვიად კუპრავას შორის
22:45 31.07.2019

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ზაზა სა­რა­ლი­ძე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გან­თავ­სე­ბულ კა­რავ­ში მალ­ხაზ

მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­თან ერ­თად აღარ ათე­ნებს ღა­მე­ებს. მის ერთ-ერთ ბოლო ფე­ის­ბუქ-მი­მარ­თვა­ში შვილმკვდარ­მა მა­მამ და­წე­რა, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ცდი­ლო­ბენ, "თით­ქოს რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად იდგა რუს­თა­ველ­ზე და ათას­გვარ ჭო­რებს თხზავ­დნენ მის ოჯახ­ზე".

ახ­ლა­ხანს გა­ზეთ "ალი­ას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­რა­ლი­ძემ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა ბევრ სა­კი­თხზე, მათ შო­რის პირ­ვე­ლად მოჰ­ყვა ის, თუ რამ გა­მო­იწ­ვია გან­ხეთ­ქი­ლე­ბა მას­სა და ზვი­ად კუპ­რა­ვას შო­რის, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გვერ­დით ედგა სა­რა­ლი­ძეს.



გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც "ალი­ას" 29 ივ­ლი­სის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა:



"კუპ­რა­ვა ჩემი სა­უ­კე­თე­სო ძმა­კა­ცის ცო­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლია, ად­რეც ვიც­ნობ­დი, ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის მერე კი არ გა­მიც­ნია?! სი­მარ­თლეს გე­ტყვი, ბევ­რი მე­უბ­ნე­ბო­და, არ მი­მე­ცა კუპ­რა­ვას­თვის და სხვა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის" გვერ­დით დგო­მის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ მა­შინ მე არ ვფიქ­რობ­დი ამა­ზე და არც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ერ­თა­დერ­თი რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, იყო სი­მარ­თლის პოვ­ნა.



გახ­სოვთ ალ­ბათ, კუპ­რა­ვა მიკრო­ფონს რომ მი­ვარ­და და იყ­ვი­რა - "მე და ზაზა ვრჩე­ბით მე­გობ­რე­ბად და არა თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბად"... მო­გიყ­ვე­ბით, რა უძღო­და მაგ სი­ტყვებს წინ:



ერთი-ერ­თზე ვის­ხე­დით მე და კუპ­რა­ვა კა­რავ­ში, ეს ის პე­რი­ო­დია, ბო­დი­ში და თავ­ზე რომ გა­დაი...ს გინ­და თუ არა მთავ­რო­ბა გა­დად­გე­სო... და­ვის­ვი, მო­მის­მი­ნე - სის­ტე­მის შეც­ვლას­რომ ვი­თხოვ, ვი­ნაა სის­ტე­მა, მთავ­რო­ბა არაა? სის­ტე­მა თუ შე­იც­ვლე­ბა, მთავ­რო­ბის შეც­ვლა არ გა­მო­დის? მთავ­რო­ბა გა­დად­გეს რომ იძა­ხი, ეგ ისე ჟღერს, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ას ვი­თხოვთ, ასე და­ი­გებს ხალ­ხი და ეგ არ მინ­და-მეთ­ქი. წა­მოხ­ტა - მე ამ საქ­მი­დან, თა­ნამ­დე­ბო­ბას ვე­ლო­დე­ბი ძმა­ოო!



გა­და­მე­კე­ტა მა­შინ, გა­და­მე­ფა­რა თვალ­ზე რა­ღაც, ერთი წა­ვუ­თა­ქე კი­დეც და მანდ დამ­თავ­რდა ჩემი კუპ­რა­ვას მი­მართ ნდო­ბა. მე­ტიც, ყვე­ლას მი­მართ დამ­თავ­რდა ნდო­ბა, ყვე­ლას ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი. მარ­თა­ლია, ვი­ცო­დი და ვგრძნობ­დი, რომ მი­ყე­ნებ­დნენ და ყვე­ლა რა­ღა­ცას ელო­და ჩემს გვერ­დში დგო­მის­გან - სუ­ლე­ლი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რა­ღაც გინ­დო­დეს და ეს რა­ღაც, სის­ტე­მის შეც­ვლა იყოს ახ­ლით - სხვაა და თა­ნამ­დე­ბო­ბას რომ ელო­დე­ბი ჩემი მოკ­ლუ­ლი შვი­ლის სის­ხლით და რომ მა­ვალ­დე­ბუ­ლებ, ისე მო­ვიქ­ცე მეც, რომ შენ ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა უეჭ­ვე­ლად მოგ­ცენ, მა­გას რა და­ვარ­ქვა აღარ ვიცი!



თუ გახ­სოვთ, კარ­ვე­ბის დად­გმის ნე­ბარ­თვა რომ მო­ვი­პო­ვეთ, რო­გორც იქნა, აი მა­გის მერე და­ი­ჭი­რეს კუპ­რა­ვა. კი არ და­ი­ჭი­რეს, უფრო სწო­რედ, ინ­სცე­ნი­რე­ბუ­ლი იყო ეგეც, და­ა­ჭე­რი­ნა თავი.



ერთხელ რომ მკი­თხა, სუს-ი იქ­ნე­ბო­და მი­ტინგზე და ისი­ნი და­უ­შენ­დნენ კვი­რი­კაშ­ვილს ბოთ­ლებ­სო, არა­ფე­რი სუს-ი და კუდი იქ არ იყო, ჩემი თვა­ლით მა­ინც არ მქონ­დეს ნა­ნა­ხი, ჩემი ყუ­რით არ მქონ­დეს მოს­მე­ნი­ლი, რომ კვი­რი­კაშ­ვილს ბოთ­ლე­ბი კუპ­რა­ვას და­ვა­ლე­ბით ეს­რო­ლეს და არა - გა­ხა­რი­ას. ვინც არ უნდა მო­სუ­ლი­ყო, ვი­საც იც­ნობ­და და არ იც­ნობ­და, ყვე­ლა მოგ­ზავ­ნი­ლი იყო, ჩემს სის­ხლზე და ხორ­ცზე, ჩემს ნა­თე­სა­ვებ­ზე მი­თხრა, ჩემს ძმა­კა­ცებ­ზე და და­ქა­ლებ­ზე, ეგე­ნი მოგ­ზავ­ნი­ლე­ბი არი­ა­ნო. სულ რომ მტე­რი ყო­ფი­ლი­ყო, ყვე­ლას მი­ვი­ღებ­დი, ვინც იტყო­და, რომ სა­რა­ლი­ძეს სა­მარ­თა­ლი ეკუთ­ვნის და უნდა მი­ი­ღო­სო. ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეს უნ­დო­და მოს­ვლა, უნ­დო­და ესა­უბ­რა გირ­გვლი­ან­ზე, რო­ბა­ქი­ძე­ზე, სა­რა­ლი­ძე­ზე და მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­ზე და არ მო­ვუშ­ვებ­თო, უთ­ქვამთ... ისეთ ხალ­ხს არ უშ­ვებ­დნენ ჩე­მამ­დე, ზოგი გა­ვი­გე, ზოგი გვი­ან გა­ვი­გე... სა­ერ­თო ჩათი გვქონ­და და იქ ერთხელ და­წე­რა, ეს აქ­ცი­ა­ზე არ მო­ვუშ­ვა­თო, ვი­ღა­ცა­ზე და გავ­გიჟ­დი, კი­დევ თა­ვი­სას რომ იმე­ო­რებ­და და სულ გა­ვა­უქ­მე ის ჩათი! - რად მინ­და დაც­ვა, ვის­გან მი­ცავ? ხალ­ხის­გან მი­ცავ? აბა თუ მომ­კლა­ვენ, ეგ მა­დარ­დებს? - სულ ამას ვე­უბ­ნე­ო­დი, მაგ­რამ...



...რომ იტყვი­ან, რა­ტომ და­დე­ქი ნა­ცებ­თა­ნო, ყვე­ლას ვინც ამას მე­უბ­ნე­ბო­და, ხომ ვპა­სუ­ხობ­დი, მა­შინ, მო­დით, თქვენ და­დე­ქით და მხო­ლოდ ის მო­ვი­თხო­ვოთ, რაც მე და მალ­ხაზს გვინ­და - სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­თქო! სად იყ­ვნენ მერე ეს ხალ­ხი? სად არი­ან? სი­მარ­თლე ისაა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ივა­ნიშ­ვი­ლი შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ და ერ­თმა­ნეთს ასულ­დგმუ­ლე­ბენ. სა­ა­კაშ­ვილ­მა და ივა­ნიშ­ვილ­მა შე­თან­ხმე­ბუ­ლად და­ი­ჭი­რეს და გა­წი­რეს კუპ­რა­ვა, ზუს­ტად იმ გან­ცხა­დე­ბის გამო, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რო­ბა და პრე­მი­ე­რო­ბა უნ­დო­და. ასე­ვე და­ი­ჭი­რეს ერ­თად სა­ა­კაშ­ვილ­მა და ივა­ნიშ­ვილ­მა კირ­კი­ტა­ძეც, რო­მელ­მაც ისე იაქ­ტი­უ­რა, ისე­თი ლი­დე­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა, ისეთ სა­ფე­ხურ­ზე ავი­და - შე­ე­შინ­დათ, ახა­ლი ძა­ლის გა­მო­ჩე­ნის. და­ი­ჭი­რეს და მი­ა­ტო­ვეს ცი­ხე­ში.



თუ გახ­სოვთ არ­ჩევ­ნე­ბის დროს ნიკა მე­ლია, შე­ფა­რუ­ლად, მაგ­რამ გა­აკ­რი­ტი­კა სა­ა­კაშ­ვი­ლი - გარ­და ამი­სა, ნიკა მე­ლი­ამ ნახ­ტო­მი გა­ა­კე­თა უცებ და მის­გა­ნაც მო­მა­ვა­ლი ლი­დე­რი და­ი­ნა­ხეს და ამი­ტომ და­ი­ჭი­რეს. მარ­ტო ივა­ნიშ­ვი­ლი კი არ წყვეტს ამათ და­ჭე­რას, ერ­თად მოქ­მე­დე­ბენ ივა­ნიშ­ვი­ლი და სა­ა­კაშ­ვი­ლი. არა­ვინ უნდა გა­მოჩ­ნდეს ას­პა­რეზ­ზე ამ ორის გარ­და - ეგრე უნ­დათ.



იცო­და გვა­რა­მი­ამ, რომ ამა­ზე და კი­დევ ბევრ რა­მე­ზე ვი­სა­უბ­რებ­დი და ამი­ტომ არ და­მა­ცა­და სა­უ­ბა­რი. ასე დაწ­ვრი­ლე­ბით არა, მაგ­რამ ვა­პი­რებ­დი იმ ეთე­რით ამ ამ­ბე­ბის მო­ყო­ლას. გვა­რა­მია ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, მოთ­მი­ნე­ბი­დან გა­მო­ვეყ­ვა­ნე, ცდი­ლობ­და ის მეთ­ქვა, რაც მას აწყობ­და.



ვერ გა­მო­მიყ­ვან­და მოთ­მი­ნე­ბი­დან გვა­რა­მია, რაც მე ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე გა­ვუ­ძე­ლი, გვა­რა­მია რას და­მაკ­ლებ­და, მაგ­რამ სა­ნამ მე სტუ­დი­ა­ში შე­ვი­დო­დი, თუ გახ­სოვთ პატ­რი­არ­ქი მო­იხ­სე­ნია ცუ­დათ და მა­გან გა­და­მიყ­ვა­ნა ჭკუ­ი­დან. არა­ვის სარ­წმუ­ნო­ე­ბას არ ვე­ხე­ბი. მე მიყ­ვარს ჩემი პატ­რი­არ­ქი. პატ­რი­არ­ქი რომ არა, არ ვიცი რა მოგ­ვი­ვი­დო­და. ძა­ლი­ან ხში­რად ესიზ­მრე­ბა ნა­თი­ას. როცა პატ­რი­არ­ქი­დან სახ­ლში ვბრუნ­დე­ბით, ორი­ვე დიდ ძა­ლას ვგრძობთ. ეს უფ­ლის­გან მო­მა­ვა­ლი ძა­ლაა. ამას ვერ გა­ვექ­ცე­ვი, ფაქ­ტე­ბით გვიმ­ტკი­ცებს უფა­ლი, რომ ჩვენს გვერ­დი­თაა. არა­ვის მივ­ცემ უფ­ლე­ბას ჩემს სარ­წმუ­ნო­ე­ბას და ჩემს პატ­რი­არ­ქს აუ­გად შე­ე­ხოთ....".

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო