logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილმა რენატე ვინტერმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებულ პროცედურებზე ისაუბრეს
ანრი ოხანაშვილმა რენატე ვინტერმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებულ პროცედურებზე ისაუბრეს
15:49 31.07.2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" ხელმძღვანელს, რენატე ვინტერს და მის მოადგილეს, მაია ჩოჩუას შეხვდა.

შეხვედრის თემა იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებული პროცედურები. მხარეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.

როგორც შეხვედრის კომენტირებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უზრუნველყოფილი იქნება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე, დაისვას ყველა ის შეკითხვა, მათ შორის კრიტიკული, რომელიც ამ პროცესს კიდევ უფრო მეტ ლეგიტიმაციას შესძენს.

„დღეს შევხვდი ევროკავშირის ექსპერტს, მოსამართლეს, ქალბატონ რენატე ვინტერს და მის მოადგილეს, ქალბატონ მაია ჩოჩუას, რომლებიც ახორციელებენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს მართლმსაჯულების სფეროში. ქალბატონი რენატე უკვე წლებია ჩართულია მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებში. ის ჩართული იყო ისეთი მნიშვნელოვანი კოდექსის შემუშავებაში, როგორიც არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ასევე სხვა საკითხებშიც. შეხვედრა ჩემი ინიციატივით გაიმართა და საინტერესო იყო მათი პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ ისინი პროცესს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში და რა შემოთავაზება და რჩევები აქვთ მათ ამ პროცესთან დაკავშირებით, ვინაიდან მმართველი გუნდი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად ღია, მაქსიმალურად გამჭვირვალე და იყოს, მათ შორის, კრიტიკული. ჩვენი ამოცანაა საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა ამ პროცესისადმი და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო