პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან
ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
შეხვედრისას ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას დაეთმო.
არჩილ თალაკვაძემ და ფატმა ჯერენ იაზგანმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოსა და საქართველოში თურქული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები იყო.
თურქეთის ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა.