logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით მათიკაშვილი: თანამედროვე ქართული პოლიტიკური ანდაზა - თუ "რუსთავი 2" ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ და კარგ საქმეს აკეთებ
დავით მათიკაშვილი: თანამედროვე ქართული პოლიტიკური ანდაზა - თუ "რუსთავი 2" ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ და კარგ საქმეს აკეთებ
22:16 19.07.2019
"თანამედროვე ქართული პოლიტიკური ანდაზა: თუ "რუსთავი 2" ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ და კარგ საქმეს აკეთებ. ამიტომ, უფრო უნდა გაგიხარდეს ეს ამბავი, ვიდრე გეწყინოს. სააკაშვილი - გვარამია - მელაძის „ტროიკა" აშკარად ძალიან დაიბოღმა ჩემზე, რადგანაც გადაწყვიტეს, რომ შაბათის „კურიერის" ესოდენ „მნიშვნელოვანი“ საეთერო დრო, უკვე მეორედ, დაუთმონ ჩემს პერსონას. საინტერესოა, საჯაროდ გამოქვეყნებული დეკლარაციის მნიშვნელობა თუ იცის ნოდარ მელაძემ? ეჭვი მეპარება, რომ ბოლომდე ჰქონდეს დეკლარაციის საჯაროობის არსი გააზრებული და თუ მაინც იცის, სააკაშვილისეული "ზონდერ მივარდნების" ნაცვლად, თუ მართლა ვინმეს რამე აინტერესებს, ჯერ დეკლარაციის ავტორს უკავშირდებიან და შემდეგ დგამენ მომდევნო ნაბიჯებს და არა ისე, როგორც ნაციონალური მოძრაობის რუპორი იქცევა: ჯერ სიუჟეტს ამზადებს, ტყუილებით გაჯერებულს და შემდეგ, ისევ და ისევ დემაგოგიისთვის ურეკავენ სიუჟეტის გმირს. საქართველოში არ ვიმყოფები, ვიქნები კვირას დილით, მაგრამ ვიცი, რომ მელაძემ მათიკაშვილის წინააღმდეგ "მეორე სერია" დააანონსა და ეს ყველაფერი ხვალ "შაბათის კურიერის" მეშვეობით გავა ეთერში"-ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

"მოკლედ გეტყვით რაც ხდება: კომპანია, რომელიც დეკლარილებულია საჯაროდ და რომლის საქმიანობის შედეგადაც, თუ გნებავთ ნუ დამიჯერეთ, მაგრამ ერთი თეთრიც არ ამიღია (თუ არადა, ეს ინფორმაციაც საჯაროა და დაინტერესებულ პირს შეუძლია შემოსავლების სამსახურიდან სრული ინფორმაციის გამოთხოვა) რამოდენიმე წელია ფუნქციონირებს და რესტორნებს და კლინიკებს ეხმარება ჰიგიენის დაცვაში. მოგეხსენებათ, კერძო კომპანიამ, წესით, მოგება უნდა მოუტანოს დამფუძნებელს და სწორედ იმიტომ, რომ ამას ვერ ახერხებს, ყოველ წელს იმ სულისკვეთებით ვიბარებ ანგარიშებს, რომ დავხურო არარენტაბელური საწარმო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ და იცით რატომ? იქ 8 ადამიანი არის დასაქმებული და ჩემგან განსხვავებით, ისინი იღებენ კუთვნილ გასამრჯელოს. ანუ 8 ოჯახია უზრუნველყოფილი ელემენტარული პირობებით და ეს სავსებით საკმარისი არგუმენტია, რომ მხოლოდ ჩემს თავზე არ ვიფიქრო და 8 ოჯახი არ დავტოვო ლუკმაპურის გარეშე.

ბატონ მელაძეს მინდა კვლავ მივმართო: ასე არა, დღეს სიუჟეტის მომზადების შემდეგ, პოსტ ფაქტუმ რომ დამირეკეს შაბათის კურიერიდან მაშინ, როდესაც არ ვიმყოფები ქვეყანაში, უკვე კვირას შემიძლია გაგიძღვეთ, ბატონო ნოდარ, გადამღებ ჯგუფთან ერთად, ადგილზე მივიდეთ და სრული თავისუფლების პირობებში შებრძანდით და დაათვალიერეთ, გაესაუბრეთ თანამშრომლებს, ოღონდ შემდეგ, შემოსავლების სამსახურშიც მიბრძანდით და ვის რა შემოსავალი აქვს და როგორი კოლექციონერი ოლიგარქები, უი ბოდიში, „მინიოლიგარქებიც“ არიან თქვენი სიუჟეტის გმირები, ისიც კარგად გაარკვიეთ. სახლშიც დაგპატიჟებდით, რომ კარგად ნახოთ „მინიოლიგარქები“ როგორ ცხოვრობენ, მაგრამ ვშიშობ, რომ თქვენი სტუმრობით ჩემი ოჯახის ღირსეულ ვიზიტორთა ჩამონათვალს ნამდვილად ვერ გავამდიდრებ. არაერთი ღირსეული ჟურნალისტია დღეს რუსთავი 2-ში დასაქმებული, ვისთვისაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტობა პროფესიაა და არა პარტიული კუთვნილება, ამიტომაც ჩემთან ოჯახში თუ მაინც გადაწყვეტთ ვიზიტს, მხოლოდ ჟურნალისტები გამოაგზავეთ; თქვენ, შეგიძლიათ არ შეიწუხოთ თავი.

მოკლედ, მინდოდა დამეწერა, მაგრამ არ გამოვიდა, ამიტომაც ბოლოს ამ საზოგადოდ აღიარებულ ჭეშმარიტებასაც შეგახსენებთ: არ მალავს ის, ვისაც დასამალი არაფერი აქვს, ამიტომაც, თუ რამე გამაჩნია ამ ქვეყნად, საჯაროა, დეკლარირებულია და დიახ, ჩემს სახელზეა, არა სიდედრის, ბიძაშვილის თუ მეგობრის. დასამალი იმიტომ არ მაქვს, რომ უწესოდ, ყაჩაღობით, ძარცვით და მაქინაციებით კი არ არის მოპოვებული, რისი ჩადენის დაუშვებლობაც გუშინ მკაფიოდ მიგითითათ, თქვენ და თქვენს პატრონს, ევროსასამართლომ, არამედ წესიერი, პატიოსანი და მორალურ ღირებულებებზე დაფუძნებული ცხოვრების წესით. ნუ იქნებით ცრუპენტელა, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!!!"-აცხადებს დეპუტატი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა