logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: საქართველო უკვე მზად არის, გადავიდეს სრულიად ახალი ტიპის გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე
არჩილ თალაკვაძე: საქართველო უკვე მზად არის, გადავიდეს სრულიად ახალი ტიპის გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე
21:37 19.07.2019
„საარჩევნო რეფორმა არის თვისებრივად ახალ გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას უფრო მეტი მონაწილეობის საშუალება აქვს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მომავალზეა ორიენტირებული.

„საზოგადოებამ კარგად იცის, სად ვიყავით, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ვიცით, სად ვართ ახლა და როგორ მომავალს ვაშენებთ - ამის დასტური არის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების მხარდაჭერით ატარებს. ეს არის საარჩევნო რეფორმა, რომელსაც, ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა და გამოხმაურება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის თვისებრივად ახალ გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას, ვინც მხარს უჭერს ამა თუ იმ პარტიას, უფრო მეტი მონაწილეობის საშუალება აქვს.

ეს არის უფრო დაბალანსებული, უფრო საქმიანი პოლიტიკური სისტემა. ჩვენ ერთად მოვახერხეთ და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილმა, „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა საზოგადოებამ, რომ საქართველო უკვე მზად არის, გადავიდეს სრულიად ახალი ტიპის გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს სასამართლო რეფორმებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ეს არის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა. მისი განხილვა საშემოდგომო სესიაზე მოხდება და მაღალი მხარდაჭერით, მას აუცილებლად დავამტკიცებთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმას ასევე, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი განათლების სფერო, რასაც ადასტურებს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტის 25 პროცენტი ამ მიმართულებით მიიმართოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომავალი და ახალი თაობა, რომელმაც ახალი სიტყვა უნდა თქვას. სტუდენტები დაბრუნდებიან ქვეყანაში კარგი განათლებით, ახალი იდეებით. ჩვენ მაქსიმალურად გავხსნით საჯარო სექტორს და პოლიტიკურ პროცესს, რომ ახალგაზრდებმა თვითონ მიიღონ ამაში მონაწილეობა. შევქმნათ ახალი შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ როგორც მათ მონაწილეობას, საჯარო სექტორსა და პოლიტიკაში, ასევე, ეკონომიკაშიც, ბიზნესშიც შეიქმნას ახალი კლასი, ახალგაზრდებმა შეძლონ თავისი შრომით წარმატებების მიღწევა და კეთილდღეობის შექმნა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა