logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს
21:23 19.07.2019
„საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, კონგრესში ჩატარებულმა შეხვედრებმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ გზა, რომელსაც მივყვებით, არის სწორი გზა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მისი პირველი სამუშაო ვიზიტი შეაფასა. მისივე თქმით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.

„ჩვენი პროგრესი კიდევ უფრო კარგად და კიდევ უფრო ძლიერად ჩანს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჩვენს პარტნიორებს და მოკავშირეებს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ. მათთან ინტენსიური დიალოგი გვაქვს. ადგილზე ძალიან ეფექტურად მუშაობს საქართველოს ელჩი ამერიკაში, დავით ბაქრაძე და საელჩოს გუნდი. ვიტყოდი, რომ ის გზა, რომელიც საქართველომ აირჩია - დემოკრატია, ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება, არის სრულად მხარდაჭერილი აშშ-ის მხრიდან. ეს არის სწორი, თუმცა, რთული გზა, მით უმეტეს, იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მაგრამ საქართველო მარტო არ არის ამ გამოწვევების წინაშე“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციას ახორციელებს და დასავლეთის ღირებულებით სისტემას იზიარებს. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის არა მხოლოდ მმართველი გუნდის, არამედ ქართული საზოგადოების მტკიცე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახსა და ნატოშია.

„დემოკრატიის კონსოლიდაცია არის სწორი, უსაფრთხოება, ეკონომიკა, რომელსაც ვაშენებთ, რეგიონში საქართველოს მართლაც რომ გამორჩეულ ადგილს ანიჭებს. როდესაც ჩვენი პარტნიორები უფრო ფართო კონტექსტს, დიდ სურათს უყურებენ და მათ ამ ყველაფერზე სრული ინფორმაცია აქვთ, საქართველო რეგიონში არის ერთერთი ყველაზე უსაფრთხო, პროგრესული და საიმედო პარტნიორი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა