logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: მსგავს განცხადებებზე სტრასბურგის სასამართლო ძალიან მძიმედ რეაგირებს ხოლმე
თამარ ჩუგოშვილი: მსგავს განცხადებებზე სტრასბურგის სასამართლო ძალიან მძიმედ რეაგირებს ხოლმე
23:45 18.07.2019
"რა თქმა უნდა მქონდა შესაძლებლობა რომ გავცნობოდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ყველა საქმეში აბსოლუტურად, რომელიც იგზავნება სტრასბურგის სასამართლოში ან როდესაც განაცხადი შედის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ყოველთვის მოპასუხე არის სახელმწიფო - ეს არის წესი, ეს არის ნორმალური რამ იმიტომ, რომ ეს არის ადგილი, ეს არის სასამართლო სადაც მოქალაქეები უჩივიან თავიანთ სახელმწიფოებს უფლების დარღვევის შესახებ და ყოველთვის მოპასუხე არის სახელმწიფო ანუ ბუნებრივია რომ სახელმწიფო ამ დავაში წარმოდგენილი იყო"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება უკვე ყველაფერ დანარჩენს და რაც შეეხება იმ განცხადებას და იმ პრესრელიზს, რომელიც გაავრცელა თვითონ სასამართლომ, ეს განცხადება არანაკლებ ყურადსაღებია, ვიდრე თვითონ გადაწყვეტილება ადამიანის უფლების ევროპული სასამართლოსი.

"იმიტომ, რომ რეაქციები რომელიც ოპოზიციის თუ მოსარჩელის მხრიდან მოყვა გადაწყვეტილების გამოცხადებას იყო მათთვის ჩვეული ისინი ასე იქცევიან ხოლმე, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოსთვის ალბათ ყოვლად მიუღებელი იმიტომ, რომ ეს იყო მცდელობები თავდასხმისა უკვე ამჯერად არა ქართულ სასამართლოზე არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე და ეს თავდასხმები იყო სხვადასხვა ფორმის იყო ბრალის დადება და დაბრალება მათი ხან მოსყიდვის"-განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძალიან მტკივნეულად რეაგირებს მსგავს განცხადებებზე.

"პირდაპირ შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ისეთი შემთხვევებიც კი როდესაც რაღაც ისეთი აზრი არის ხოლმე მსუბუქად გამოთქმული პოლიტიკოსების მხრიდან სასამართლოს მიმართ და სასამართლოზე შეტევის ასე ვთქვათ ელფერი დაკრავს ამ ყველაფერზე სასამართლო ძალიან მძიმე რეაგირებებს აკეთებს ხოლმე, მე მოვსწრებივარ ასეთ შემთხვევებს და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი.

სტრასბურგის სასამართლოსთვის ყოვლად მიუღებელია და წარმოუდგენელია ის, რასაც ჩვენს ქვეყანაში ჰქონდა წლების განმავლობაში, ამდენი ხნის განმავლობაში ადგილი, მათ პირდაპირ დაწერეს თავიანთ პრესრელიზში და ბატონ ნიკა გვარამიას უთხრეს, რომ როგორც თქვენ ექცეოდით მოსამართლეებს, როგორც თქვენ მიმართავდით, როგორც თქვენ მოიხსენიებდით, როგორც ემუქრებოდით ეს არის წარმოუდგენელი და მითუმეტეს რა თქმა უნდა არავინ არ დაუშვებს და ვინ მისცემს იმის უფლებას ახლა ან ნიკა გვარამიას ან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომ სტრასბურგის მოსამართლეს დაემუქროს და სტრასბურგის სასამართლოს... ბუნებრივია, ეს მათთვის სასაცილოც არ იქნება, რაც შეეხება როგორ შევაფასებდი, მე მგონი რომ ისინი უკვე აბსოლუტური დისკრედიტაცია აქვთ საკუთარი თავის გაკეთებული, მოხდენილი როგორც ნაციონალურ მოძრაობას ასევე ყოფილ დირექტორს "რუსთავი 2"-ის, მე ვფიქრობ რომ ეს რაღაცა ისტერიული, არაადეკვატური ქცევები არის მათი მხრიდან, რაღაცა აგონიური. არ არის აგონიაში ყოფნა საჭირო არაფერი არ იქცევა, ჩვეუებრივი გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ქვეყანა ცხოვრებას და ეს აგონია და ისტერიკა არის სრულიად ზედმეტი, თუმცა სხვა სახელს მე ვერ დავარქმევ იმიტომ რომ ერთის მხრივ იყო რაღაცა გადავლა ასე ვთქვათ სტრასბურგის სასამართლოზე, რომელსაც თვითონ მიმართეს, არავის ხომ არ მიუმართავს თვითონ ამოირჩიეს და თვითონ მიმართეს ამ სასამართლოს, რომელსაც აქებდნენ და ზეცაში აყავდათ, როდესაც შეჩერების მექანიზმი იქნა გამოყენებული და როდესაც აღმოჩნდა, რომ უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ქართულ სასამართლოებს სწორი გადაწყვეტილებები გამოუტანიათ ამ საქმესთან დაკავშირებით, უცებ დაიწყეს გასწორება მიწასთან. ნუ ეს სტარსბურგის სასამართლოსთვის პრობლება არ არის, ბუნებრივია ისინი ესეთ რაღაცას სერიოზულად არც განიხილავენ და არც შეხედავენ უბრალოდ სასაცილო იქნება ეს ხალხი მათთვის, მეტი არაფერი..."-განაცხადა დეპუტატმა.

მანვე, კომენტარი გაუკეთა წამყვანის კითხვას: "წულუკიანმა თქვა, რომ სტარსბურგის გადაწყვეტილება იყო ვერდიქტი პირდაპირ ნიკა გვარამიას მისამართით, თქვეც ასე აღიქვით?"

- "კი ამას დავეთანხმებოდი იმიტომ რომ არა მხოლოდ გადაწყვეტილებაში, არამედ განცხადებაშიც კი ჩაწერა სასამართლომ, სპეციალური განცხადება გაავრცელა და ჩაწერა, რომ ისე მოქცევა როგორც იქცეოდა ტელევიზიის დირექტორი მოსამართლეების მიმართ და არამხოლოდ ეს ბევრი სხვა რამ, ამ ყველაფერის შედეგად მივიდა სასამრთლო იმ გადაწყვეტილებამდე რა გადაწყვეტილებამდეც მივიდა ამიტომ ბატონ ნიკას შეუძლია საკუთარ თავს დააბრალოს ეს შედეგები, რომელიც მივიღეთ. ძალიან მძიმე დარტყა მიიღო ამ საქმის გამო, რუსთავი 2-ის საკუთრების დავის განხილვის გამო მძიმე დარტმები მიიღო სასამართლო სისტემამ, ვისაც არ დაეზარა ყველამ ასე ვთქვათ შეურაცხყოფები აყენა და ყველამ შეაწმინდა ხელი და ყველანაირი ცუდი თქვა სასამართლოსთან დაკავშირებით და სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სრული დემონიზება იყო იმ ადამიანების, რომლებიც ამ საქმეებს იხილავდნენ და მე ვფიქრობ ეხლა ვიღაცამ ბოდიში უნდა მოუხადოს"-აცხადებს დეპუტატი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა