გიორგი ცუცქირიძე: რუსთავი 2 პირველ რიგში ქართველ ხალხთან დამარცხდა, ისევე როგორც არშემდგარი საპარლამენტო შტურმი და ხელისუფლების ძალადობრივად აღების მცდელობა
გიორგი ცუცქირიძე: რუსთავი 2 პირველ რიგში ქართველ ხალხთან დამარცხდა, ისევე როგორც არშემდგარი საპარლამენტო შტურმი და ხელისუფლების ძალადობრივად აღების მცდელობა
18:07 18.07.2019
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ახლა ვკითხულობდი ოპოფლანგის შეფასებებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. თურმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამწუხარო და საფრთხის შემცველი ყოფილა ქართული დემოკრატიისთვის!? ხოლო ნათელაშვილის განცხადება, რომ „ქრთამი ევროსასამართლოსაც ანათებს“, პირადაპირ აჩვენებს ქართული ოპოზიციის სრულ მარაზმს! ეს არ არის შემთხვევითი. მთელი ეს ოპოზიციური ფლანგი, რომლებსაც გაპრივატირებული ჰქონდათ ამდენი წლის მანძილზე პოლიტიკური ორბიტა, სწორედ „ცრუსთავი 2“-ის საინფორმაციო ბადით ახდენდნენ მათთვის სასურველი რეალობის სურათის შექმნას და სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილის ტვინების გამორეცხვასაც!

მათი პოლიტიკური რეიტინგებიც სწორედ ამ უმცირესობის დიქტატის რეალობის იდეურ პლატფორმაზე იდგა.

20-21 ივნისის მოვლენებმა და ახლა სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტმა ცხადად აჩვენა, რომ:

1. საქართველოში მთავრდება ოპოზიციური მამონტების ეპოქა და მომავალი არის ახალი თაობის, რომელიც გამოდის ასპარეზზე (აქ მხედველობაში მყავს ისინი, ვისაც კარგი განათლება აქვთ მიღებული და თავიანთი მენტალობით არიან ევროპელები)!;2. საქართველო, როგორც სახელმწიფო, თავისი ინსტიტუციებითა და სასამართლოთი, უკვე შემდგარია და აღარ არის ნინიას ბაღი, ინტეგრირებულია რა ევროპულ პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეში;3. „რუსთავი 3“-ის იდეაც და მომავალიც არის მკვდრადშობილი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტელევიზიის გამართვას, ციფრული ტექნოლოგიები თავისუფლად უზრუნველყოფს, რადგან „რუსთავი 2“-ის საზოგადოებაზე ზემოქმედების კონცეფცია არის გაკოტრებული; 4. ახლა მათი განცხადებები ჰაერში მუშტების ქნევაა, რადგან „რუსთავი 2“ და მისი მთლიანად სიცრუეზე და ევროპული ღირებულებების პროფანაციაზე აგებული ნარატივი, დამარცხდა პირველ რიგში ქართველ ხალხთან, ისევე როგორც არშემდგარი საპარლამენტო შტურმი და ხელისუფლების ძალადობრივად აღების მცდელობა!“ - წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
ბეჭდვა