logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
დავით ადამია: 20 ივნისის არეულობა გარკვეული პოლიტიკური ძალის რევანშის ცინიკური და სისხლიანი მცდელობა იყო
დავით ადამია: 20 ივნისის არეულობა გარკვეული პოლიტიკური ძალის რევანშის ცინიკური და სისხლიანი მცდელობა იყო
14:25 18.07.2019
“20 ივნისის არეულობა უნდა განვიხილოთ, როგორც გარკვეული პოლიტიკური ძალის რევანშის ცინიკური და სისხლიანი მცდელობა“ - აცხადებს „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის დირექტორთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ადამია

„ეს ძალა ძალაუფლების წყურვილით ისეა შეპყრობილი, რომ მზად არის ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისა და ომის მორევში ჩაითრიოს. ამ ძალას ქართულმა საზოგადოებამ 2012 წლის არჩევნებში არაორაზროვნად და მტკიცედ უთხრა უარი. გარკვეულ ძალებს ხელს არ აძლევთ ახლანდელი მთავრობა, რომელიც რთულად უმკლავდება წინა რეჟიმის დანატოვარ მემკვიდრეობას. შედეგად პარლამენტის შენობის ძალის გამოყენებით აღების მცდელობა ვნახეთ” - აცხადებს ადამია.

მისი თქმით, პოლიცია იძულებული გახდა ქვეყნის კონსტიტუციური წყობის დასაცავად კანონიერი საშუალებები გამოეყენებინა.

„რომელ ქვეყანაში მოიქცეოდნენ სხვანაირად ოფიცრები, რომლებსაც ფიცი აქვთ დადებული, რომ სახელმწიფოს დაიცავენ? თუ 20 ივნისს ერთი რომელიმე ძალის წარმომადგენლები ეცდებიან ძალით შევარდნას, 21-ში ამას სხვებიც მოინდომებენ. მაშინ რა საჭიროა კანონი? იქნებ ეს დემოკრატიაა? არა, ეს ანარქიაა, გზა, რომელსაც არსად მივყავართ. ამის შემდეგ ვნახეთ მასების ცნობიერებით მანიპულირების მცდელობა. ვნახეთ, როგორ ცდილობდა უმცირესობა ანტირუსული ისტერიის ტალღის აგორებას. რაც უფრო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, მით უფრო გაუადვილდებათ ამ ძალებს ხელისუფლებისკენ მიმავალი გზის მოსუფთავება. უპასუხისმგებლო და ავანტურისტული განცხადებები იმ ადამიანებისაგან გვესმის, ვისაც ბურთულიან კალამზე უფრო მძიმე საგანი არასოდეს აუწევია. ისინი ამბობენ, თუ რას უზამენ რუსეთში გასატან ქართულ ღვინოს. რა არის ეს, თუ არა ქართველი ერის არსში ჩაფურთხება. ჩვენ ხომ ყოველთვის ვამაყობდით იმით, რომ ჩვენთვის ღმერთისგან ბოძებული მიწა მეღვინეობის სამშობლოა. ამით ხომ ძლიერი სილა გააწნეს კახელ მეღვინეებს, რომელთა თაობები ვაზს მუხლჩაუხრელად უვლიან. ესენი უპასუხისმგებლო, მყვირალა ხალხია, ვინც სწორედ იმ პოლიციისაგან ითხოვს დაცვას, რომელსაც 20 ივნისის მიტინგის ხისტი დაშლისათვის აკრიტიკებს, როცა ხედავს, რომ ხალხი მათი პირიდან ამოსული სიტყვებისათვის პასუხის გაცემას ცდილობს. რა არის ეს, თუ არა ფარისევლობა და ფარსი?- ამბობს ქართველი ემიგრანტი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე - https://www.primetime.ge/news/1563367867-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის