logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
დავით ქართველიშვილი: სახელმწიფომ პროცესის პოლიტიკურ ნაწილში კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, ამჟამადაც საერთაშორისო დონეზე აღიარებული
დავით ქართველიშვილი: სახელმწიფომ პროცესის პოლიტიკურ ნაწილში კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, ამჟამადაც საერთაშორისო დონეზე აღიარებული
14:21 18.07.2019
ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„დასრულდა თითქმის ორწლინახევრიანი ევროსასამართლო პაექრობა. ვერდიქტი გამოტანილია. გამანადგურებელი ანგარიშით სახელმწიფოს სასარგებლოდ. ემოციები? არც არანაირი. გადაიწვა ორგანიზმი. უბრალოდ, აღდგა მორიგი სამართლიანობა: ქონებრივი - ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ, პოლიტიკური - მოქმედი ხელისუფლების სასარგებლოდ, სამართლებრივ-საპროცესო კი - სახელმწიფოს სასარგებლოდ, მისი სახელისუფლებო ერთ-ერთი შტოს - სასამართლო სისტემის სახით. „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“.

ზუსტად ვიცი, რომ სასამართლოს სხვა განაჩენის შემთხვევაშიც არ მექნებოდა გადაჭარბებული ემოციები. სამართლიანობის ვერაღდგენას - სამწუხაროდ, ჯერჯერობით მიჩვეულები ვართ. ხოლო სამართლიანობის აღდგენას რაიმე სახელმწიფო „დღესასწაულად“ და „უქმე დღედ“ გამოცხადებასაც სკეპტიკურად ვუყურებ ისევე, როგორც არჩევნებში გამარჯვების წინასწარი ზეიმის პრაქტიკას, საბოლოო შედეგების ოფიციალურად გაჟღერებამდე. მინდა „სამართალმა პური ჭამას“ პრინციპი ამ ქვეყანაში გარდაუვალ რეალობად, ყოველდღიურ ნორმალურ, ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს. ფოიერვერკების გარეშე.

ასევე, არ მინდა, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ საკუთრივ „რუსთავი 2“ გახდა ამ „ბოროტი“ ხელისუფლების „უსამართლობის“ სამიზნე. როგორ შეიძლება გძულდეს თუნდაც ბოროტი სულით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც ეკლესიასთან ან სიწმინდეებთან მიახლოებისას საშინელ ხმას გამოსცემს, აგრესიული ხდება და კონვულსიებში იგრიხება.

გვერდზე გადავდოთ სუბიექტურობა - „ნაცმოძრაობის“ ხელში, ეს მართლაცდა ოდესღაც საამაყო, ჟურნალისტიკის მაღალი დონის ეტალონი, ათ წელიწადზე მეტია, გადაქცეულია ქვეყნის ძირითადი ფასეულობების დაუძინებელ მტრად, სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული დისკრიმინაციის რუპორად, ტოტალური საბოტაჟის პოლიტიკის მედროშედ. ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისადმი მთავარი გზავნილი უნდა იყოს შემდეგი - საკუთრივ „რუსთავი 2“ არ არის მტერი, ქვეყნისა და სახელმწიფოს მტერს წარმოადგენს მისი ამჟამინდელი „ავი სულით შეპყრობილი“ ნარატივი, რომელიც შველას ითხოვს მისგან „ბოროტი ძალის განდევნით“, „კვეთებულის ლოცვების წაკითხვითა“ და „ნაკურთხი წყლის სხურებით“.

და ამ შველამაც არ დააყოვნა. დიდი ალბათობით, ჩვენ დაგვიბრუნდება ის ჩვეული და საყვარელი „რუსთავი 2“, განკურნებული, ობიექტური, პრინციპული, მებრძოლი, რომელსაც მთელი საზოგადოება იცავდა 2002 წელს - მართლაც რომ იმჟამინდელ სახელისუფლებო უსამართლობისგან.

დასრულდა პროცესი. გამოცხადდა შედეგი. „რუსთავი 2“-სთვის გამანადგურებელი შედეგი. სახელმწიფომ პროცესის პოლიტიკურ ნაწილში კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, ამჟამადაც საერთაშორისო დონეზე აღიარებული. მიუხედავად უადგილო შიშებისა და უსაფუძვლო აპელირებისა, რომ ხელისუფლების მხრიდან არსებობს არხის „დამოუკიდებელ“ სარედაქციო პოლიტიკაში „უხეში ჩარევის“ მცდელობის საშიშროება, მოვლენებმა გამოააშკარავა უტყუარი უკუშედეგი. არათუ პროცესის მიმდინარეობისას, კიდევ რამდენიმე წელიც (ღმერთმა არ ქნას) რომ გაგრძელებულიყო სასამართლო - „რუსთავი 2“ კვლავინდებური წარმატებით გააგრძელებდა თავის ძირგამომთხრელ, დეზინფორმაციულ საქმიანობას ქვეყნისა და სახელმწიფოს საზიანოდ.

ქართულმა დემოკრატიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა და ქცევის უმაღლესი სტანდარტი აჩვენა. წარსულს ჩაბარდა ტელეკომპანიებში „სპეცნაზის“ შევარდნის, კანონიერი მესაკუთრეებისგან არხების უკანონოდ „ახევის“, ქონების იძულებით სხვა მეპატრონეებზე გადაფორმების და ა.შ. დანაშაულებრივი პრაქტიკა იმ ბოროტების მიერ, რომლის ძირითად „გამპრავებელს“ და სავიზიტო ბარათს დღემდე წარმოადგენს „რუსთავი 2“.

მეორე უმნიშვნელოვანესი ასპექტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართ გამოთქმული უნდობლობა არ დადასტურდა არც რაიმე ობიექტურ, არც სუბიექტურ ნაწილში, რის გამოც ევროსასამართლომ ქართულ მართლმსაჯულებას, მისი სასამართლო სისტემის სახით, შეფასების უმაღლესი ქულა დაუწერა იმ პირობებში, როდესაც ქართველ საზოგადოებაში მოსამართლეთა კორპუსის მიმართ სერიოზული სკეპტიციზმი და უნდობლობაა გაჩენილი. იმედია, ამჟამად მაინც წარმატებულად იქნება დაძლეული ეს „სასამართლო კრიზისიც“.

საკუთრების ნაწილში „სტრასბურგის“ მიერ გამოტანილი აღსრულების პროცესის შეჩერების მოხსნით, „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელი უახლოეს პერიოდში თავის საკუთრებრივ სამართლიანობას აღადგენს. ხოლო დროებითი ღონისძიება „აღსრულების შეჩერების“ მოხსნა - არსებული სამართლებრივი წესის მიხედვით - არ საჩივრდება. თვით ამ პროცედურის ამოქმედება თავის დროზე („აღსრულების შეჩერება დამატებით შეტყობინებამდე“), რომელმაც ევროსასამართლოს არსებობის ისტორიაში ახალ პრეცედენტს ჩაუყარა საფუძველი - მეტყველებს იმაზე, რა დონის სიძნელეების გადალახვა მოუხდა საქართველოს სახელმწიფოს, სამართლიანობის მართალია, დაგვიანებით, თუმცა საბოლოო აღდგენის გზაზე.

და მაინც... რა არაემოციურ სიხარულს გამოვხატავ?! შამპანურსაც გავხსნი დღეს და ტორტსაც მოვიჭრი, ვინაიდან „ამჯერად კი გვმართებს, ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“ (ლუკას სახარება, უძღები შვილის იგავი)“, - წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის