logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და შემდგომ, გამოძიების თითოეული დეტალი გახდეს ღია და საჯარო
გიორგი გახარია: დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და შემდგომ, გამოძიების თითოეული დეტალი გახდეს ღია და საჯარო
13:18 18.07.2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მინისტრის განცხადებით, ახლა მისთვის მნიშვნელოვანია როგორც დაშავებულებზე ზრუნვა, ასევე მიმდინარე გამოძიება, რომელმაც უნდა გამოყოს ორგანიზატორები რომელთა კონკრეტულ მოწოდებებს ორგანიზებული და ძალადობრივი შტურმი მოჰყვა. მისი თქმით, გამოძიების თითოეული დეტალი უნდა იყოს ღია საზოგადოებისთვის.

„საერთოდ ყველა კითხვა, რომელიც გამოძიებას აინტერესებდა, მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას, ყველა ამ კითხვაზე შესაბამისად, ჩემს მიერ იქნა პასუხი გაცემული.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის მოხდა ბიძინა ივანიშვილის ინფორმირება მომხდარის შესახებ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეს მოხდა მეორე დღეს - „მან დამირეკა მეორე დღეს და მე ავუხსენი რა მოხდა იმ ღამეს“.- თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარია „მოდით ასე შევთანხმდეთ, დღეს, შინაგან საქმეა სამინისტროს, ჩემი პირადად და მთავრობის ძირითადი საზრუნავი არის ამ ღონისძიების დროს - ძალადობრივი, უკანონო აქციის შეწყვეტის დროს დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა. ეს არის დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი, რასაც ვაკეთებთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოძიება რომელიც მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოყოს ყველა ის ორგანიზატორი, რომელმაც პირდაპირი მოწოდებით - პოლიტიკოსებმა, კონკრეტულმა ადამიანებმა, მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი, რასაც შემდგომ მოყვა ორგანიზებული, ძალადობრივი, სისტემური შტურმი საქართველოს პარლამენტზე და ამ შტურმის მოსაგერიებლად საქართველოს პოლიცია იყო იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენთვის, დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ვიზრუნოთ, ჩვენს მოქალაქეებზე და შემდგომ, გამოძიების თითოეული დეტალი გახდეს ღია და საჯარო ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბოლომდე მივიყვანოთ ორივე ეს საქმე.

მე როგორც ერთხელ აღვნიშნე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რამდენჯერაც დამიბარებენ და რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ მოვალ, იმიტომ რომ მე არ მაქვს და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გვაქვს არანაირი პრობლემა, იმიტომ რომ კარგად ვიცით სად არის სიმართლე და ჩვენ აქ მოვდივართ და ამ სიმართლეს ვეუბნებით.“ - განაცხადა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა