logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმზე პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა
თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმზე პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა
18:12 17.07.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

თამარ ჩუგოშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გამომწვევ მიზეზებზე გაამახვილა. მისი თქმით, ეს მიზეზებია რუსული დეზინფორმაცია, რადიკალური პოლიტიკური ძალები და მედიის ნაწილი, რომელიც ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, სიძულვილსა და აგრესიას ნერგავს.

„პოლიტიკურ პოლარიზება გლობალური ტენდენციაა და ეს არ არის უნიკალური მხოლოდ საქართველოსთვის. სულ უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკური პოლარიზება არაჯანსაღ კონკურენციას და გარემოს ქმნის.

საქართველოში ამ ყველაფერს რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთის მხრივ, სახეზე გვაქვს რუსული რბილი ძალა, რომელიც ცდილობს, რამდენიმე საკითხზე, განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, საზოგადოების დაყოფა მოახდინოს. მეორეს მხრივ, გვყავს უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, რომლებიც საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება, ან რაიმე ცვლილების მოხდენა შეუძლებელია და სხვა გზებით - რევოლუციური, ნახევრად რევოლუციური თუ დესტრუქციული გზებით მოქმედებისკენ მოუწოდებენ. ეს, ბუნებრივია, აჩენს დამატებით პოლარიზაციას საზოგადოებაში.

მედიაში არის გარკვეული ელემენტები, რომლებიც აგრესიული, არაეთიკური, უკულტურო რიტორიკის შემოტანით, დამატებით დაძაბულობას ქმნიან. სხვადასხვა საზოგადოებები სხვადასხვა კუთხით აწყდებიან პოლარიზების პრობლემას. ყველა თანხმდება, რომ ერთის მხრივ, ეს გლობალური ტენდენციაა, მაგრამ მეორეს მხრივ, აუცილებელია მის წინააღმდეგ მუშაობა, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობა იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებას. ეს იყო საერთო სულისკვეთება, რაზეც დარბაზში ყველა თანხმდებოდა“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა