logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის მიერ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტიკას პოლიტიკური მიზანი აქვს და მათ მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით არის განპირობებული
დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის მიერ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტიკას პოლიტიკური მიზანი აქვს და მათ მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით არის განპირობებული
17:45 17.07.2019
„მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან სიკეთის გაუფასურებისა, პრემიერის ინიციატივა მოსახლეობის საკეთილდღეოდ გაჟღერდა და არა ოპონენტების გულის მოსაგებად.“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც მსოფლიო ბანკმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა. თუმცა, მისივე თქმით, ყველაზე კარგი შემფასებელი თვითონ საზოგადოებაა.

„ჭიაბერაშვილი ამ პროგრამას მისი დაწყებიდან მავნებლურს უწოდებს. არადა ამ „მავნებლურმა“ პროგრამამ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. დღეს უფულობის გამო ადამიანი ქუჩაში აღარ იღუპება. მიუხედავად ამისა, მედიკამენტებზე ჯიბიდან დანახარჯები მისი მაღალი ფასიდან გამომდინარე საკმაოდ მძიმედ აწვებოდა განსაკუთრებით პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს. სწორედ ამიტომ, 2017 წელს ამოქმედდა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც დღეს კიდევ უფრო გაფართოვდა და ზემოთ აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფები 6 ქრონიკული დაავადების შემთხვევაში 35 დასახელების მედიკამენტს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღებენ. ჭიაბერაშვილის შენიშვნა, რომ ეს რიცხვი 41-ია, არის თითიდან გამოწოვილი, რადგან ამ რაოდენობაში ნაგულისხმევია ის მედიკამენტები, რომელიც ერთი და იგივე დასახელებისაა, ხოლო ჩამონათვალში სხვადასხვა დოზირებით შედის. რაც შეეხება ბიუჯეტში ამ პროგრამის დანახარჯებს, ის 10 მილიონი ლარიდან 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა და ეტაპობრივად უფრო მეტად გაფართოვდება. ოპონენტების მხრიდან ამ სიკეთის გაუფასურება ემსახურება შიშს, რომ ამ ფონზე ისინი მოსახლეობის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ და უფრო მეტად დაკარგავენ, ეს კი მათ რევოლუციურ სცენარში ვერ ჯდება“ -აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა