logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა,მათ შორის რუსეთთან მიმართებით
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა,მათ შორის რუსეთთან მიმართებით
15:21 17.07.2019
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთლიანადაა ჩართული ახლა პარტიის საქმიანობაში და ასე აპირებს მუშაობის გაგრძელებას არჩევნების ბოლომდე, შესაბამისად სხვა საკითხი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში რაიმე პოზიციის დაკავება, არ განიხილება.

"ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ეს არის პირველ რიგში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების გადასაწყვეტი, როგორც მოგეხსენებათ ეს საკითხი არის მოწესრიგებული აჭარის ავტონომიული რესპუბლიკის კონსტიტუციით და თუ იქნება ასეთი ინიციატივა ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ მსჯელობისთვის უმაღლეს საბჭოს წევრებთან ერთად და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წევრებთან ერთად.

მე დეტალებში აღარ მინდა შესვლა, იყო გარკვეული გადაწყვეტილება მიღებული მე მივიღე ეს გადაწყვეტილება შევთავაზე ჩვენ სპოლიტიკურ გუნდს და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი, რატომ როგორ ამაზე მსჯელობა მე მგონი დღეს აღარ არის საჭირო მთავარია რომ გადაწყვეტილება მიღებულია მე ვაგრძელებ აქტიურად მუშაობას პარტიული მიმართულებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვფიქრომ რომ მაშინ ეს იყო ყველა გარემოების გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილება" - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, კერძოდ ფუძნდება აჭარის რეგიონური ორგანიზაცია.

"პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, კერძოდ ფუძნდება აჭარის რეგიონური ორგანიზაცია, რეგიონული პარტიული ორგანიზაცია, რომელსაც უხელმძღვანელებს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, შესაბამისად ეს დაგვეხმარება ჩვენ იმაში რომ აჭარაში კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ პარტიული საქმიანობა, კოორდინაცია ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ცენტრალურ ოფისს შორის. ზოგადად ჩვენ რათქმაუნდა პრაქტიკულად უკვე გადავდივართ წინა საარჩევნო სამზადისზე და გააქტიურდება ძალიან პარტიული მუშაობა, რათქმაუნდა იქნება სხვადასხვა ტიპის ცვლილებები, მათ შორის საკადრო ცვლილებები, ჩატარდება პარტიული კონფერენციები მთელი ქვეყნის მასშტაბით. საბოლოო ჯამში არჩევნებამდე ჩატარდება, ასევე პარტიის ყრილობა, გვექნება განახლების ახალი ეტაპი, რაც საშუალებას მოგვცემს საშუალებას იმისა, რომ განახლებული ენერგიით და განახლებული საკადრო შემადგენლობით შევხვდეთ უკვე საპარლამენტო არჩევნებს და ასევე აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებს.

თორნიკე რიჟვაძე არის ლიდერი,ის არის როგორც მთავრობის ლიდერი, ასევე არის,ჩვენი პარტიული ლიდერი, ისედაც ასე იყო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში,შესაბამისად, აფსოლიტურად ლოგიკური იყო ის რომ ის მიიღებს უმაღლეს პარტიულ თანამდებობასაც,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.თორნიკე რიჟვაძე არის არაჩვეულებრივი პიროვნება,პროფესიონალი.ის, ძალიან კარგად უძღვება თავის ძირითად საქმიანობას ანუ ხელმძღვანელობს,ჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობას და ამასთან ერთად ვფიქრობ რომ ის იქნება საუკეთესო ხელმძღვანელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში,ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება.

როგორც მოგეხსენებათ შემდეგი არჩევნები ჩატარდება,პროპორციული სისტემით, თან ნულოვანი ბარიერის პირობებში,ასეთ დროს ბუნებრივია ძალიან მაღალი ალბათობით ყალიბდება კუალიციური მთავრობა,კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან ერთად რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება,სახელმწიფოებრივი მიზნები და ამოცანები და ბუნებრივია ამ მიდგომით ჩამოყალიბდება კვალიცია.

ასეთი რამე ორჯერ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში და იმისათვის რომ არასოდეს აღარ განმეორდეს ასეთი რამ საქართველოში ჩვენ,კონსტიტუციაში შევიტანეთ საგანგებო ცვლილება,კონსტიტუციაში წერია რომ კანონითაც კი არის დაუშვებელი, ნებისმიერი წარმომადგენელობითი ორგანოს უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება,შესაბამისად ვინმე ასეთ რამეს თუ განიძრახავს ეს პირდაპირ იქნება წინააღმდეგობაში კონსტიტუციის ახლარ რედაქციასთან. არჩევნები ჩატარდება 2020 წელს როგორც ესაა დადგენილი კონსტიტუციით" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე "რუსთავი 2"-ის თემასაც შეეხო.

"რაც შეეხება რუსთავი2 -ს საქმეს, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სტრასბურგის სასამართლომ და ბუნებრივია ჩვენ უნდა დავემორჩილოთ სტარასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასე უნდა იხელმძღვანელოს ბუნებრივია ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ. რაც შეეხება ლავროვს თუ არ ვცდები მან გააკეთა განცხადება ანტირუსულ ისტერიკასთან დაკავშირებით. ჩვენ, გვაქვს ჩვენი ხაზი, ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც წარმოებს რუსეთთან მიმართებით, რა თქმა უნდა წითელი ხაზების გათვალისწინებით,წითელი ხაზები უკავშირდება,ბუნებრივია ოკუპაციის თემას და უკავშირდება ჩვენს დაასავლურ ინტეგრაციას, ბუნებრივია ეს წითელი ხაზები არ გადაიკვეთება თუმცა ჩვენი პოლიტიკა იქნება რა თქმა უნდა პრაგმატული,რაციონალური. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს და სხვა სუბიექტებს თუ ვინმეს უნდა რომ დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები ბუნებრივია აქ ჩვენს მოწოდებას აზრი არ აქვს არის არის კონკრეტული პარტია,პარტიები ერთი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში რომლებსაც აქვს აშკარად ანტი სახელმწიფოებრივი ამოცანები რაც არ უნდა მოუწოდოთ ჩვენ რომ სხვანაირად იქმოქმედონ,ისინი ბუნებრივია საკუთარ კურს არ შეცვლიან.

ეს იყო საერთო პოზიცია, საზოგადოების განწყობაც იყო რა თქმა უნდა ესეთი, აბსოლუტურად მიუღებელი იყო ის რაც მოვისმინეთ რუსთავი 2-ის ეთერში და ეს არ იყო ერთი კონკრეტული ჟურნალისტის გამონათქვამი თუ გადაცემა,ეს არის პირდაპირ დაკავშირებული იმ ძალასთან ,რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში ვითარების არევა და უნდათ ,რომ ზიანი მიადგეს სახელმწიფოს ,მოსახლეობას . გარკვეულწილად სამწუხაროდ მათ ამ მიზანს მიაღწიეს, ამ შემთხვევაში გიორგი გაბუნია და რუსთავი 2 იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი. რეალურად, ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ გადადგმული ნაბიჯი ,რომლის ერთადერთი მიზანი იყო სახელმწიფოსთვის და მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება. ნაწილობრივ ამ პოლიტიკურმა ძალამ თავის მიზანს მიაღწია . ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დავუბრუნდეთ იმ სტატუს-კვოს,რომელიც გვქონდა დაახლოებით ერთი თვის წინ. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. გავიმეორებ კიდევ ერთხელ,რომ რაც ჩვენ მოვისმინეთ რუსთავი2-ის ეთერში ეს არ იყო კონკრეტული მედიასაშუალების ,ან ჟურნალისტის განცხადება ,ეს იყო პოლიტიკური ძალის „ნაციონალური მძრაობის“განცხადება, რომელსაც ჰქონდა ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი მიზანი ,ეს არ იყო ხელისუფლებისთვის მიყენებული ზიანი , ეს იყო სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების მცდელობა, რაც უბალოდ გაახმოვანა კონკრეტულმა ჟურნალისტმა , რუსთავი 2 ამ შემთხვევაში იყო არა მედიასაშუალება, არამედ ამ პოლიტიკური ძალის ინტერესი" - აცხადებს კობახიძე.

კობახიძის თქმით, საგარეო პოლიტური ხაზი მკაფიოდ გამოკვეთილია, მათ შორის რუსეთთანაც.

"ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა,მათ შორის რუსეთთან მიმართებით. ზოგადად, საგარეო პოლიტიკური ხაზი არის მკაფიოდ გამოკვეთილი. შინაარსი რაც არის ამ ყველაფრის ყველამ კარგად ვიცით და შედეგებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მარტივად შევადაროთ ,რაც ხდებოდა 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ . მანამდე იყო სხვა პოლიტიკა, არაპრაგმატული პოლიტიკა,რბილად რომ ვთქვათ ,ამან შედეგად მოიტანა ჩვენი ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია . დღეს რომ ნაცმოძრაობა ატარებს აქციებს არა ოკუპაციას ,ეს არის მათი „პრაგმატული“ პოლიტიკის შედეგი . მათ შედეგად მოიტანეს აფხაზეთის სრული ოკუპაცია ,ცხინვალის რეგიონის სრული ოკუპაცია . მათ მოიტანეს მძიმე პრობლემები,მათ შორის ეკონომიკის კუთხით .

ომი დაიწყო, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციამ, თუმცა რომ არა ავანტიურისტული და მოღალატეობრივი ქმედებები, რომლებიც განახორციელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რუსეთს ამის საბაბი არ მიეცემოდა. ეს არის ძალიან მარტივი, რაც ყველამ კარგად იცის. ამაზე ოცნებობდა რუსეთი, რომ შემოსულიყო საქართველოში საკუთარი იარაღით და საკუთარი ტანკებით; ამის საბაბი მათ არ მიეცემოდათ რომ არა „ნაცმოძრაობის“ მოღალატეობრივი პოლიტიკა, მათ მისცეს საბაბი. პრაგმატულ პოლიტიკას, თავის ეკონომიკური ასპექტებით მათ შორის, მყარად უჭერს მხარს ჩვენი დასავლური თანამეგობრობა, დასავლელი პარტნიორები, და შესაბამისად, ჩვენ მივყვევით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ამ პოლიტიკას. ამ პოლიტიკამ მოიტანა სერიოზული შედეგები, მოსახლეობისთვის და სახელმწიფოსთვის და ეს შედეგები არის რადიკალურად განსხვავებული იმ შედეგებისგან, რაც ჩვენ გვქონდა 2012 წლამდე. სტაბილურობის და უსაფრთხოების ხარისხი არის რადიკალურად გაუმჯობესებული ჩვენს ქვეყანაში. 2008 წელს გვქონდა კატასტროფული მდგომარეობა, რაც რადიკალურად არის გაუმჯობესებული. რა თქმა უნდა, საფრთხეები რჩება, თუმცა იმ სიტუაციასთან შედარებით რაც იყო 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ვითარება არის ფუნდამენტურად გაუმჯობესებული, ამას აღიარებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ისინი მკაფიოდ და ძალიან მყარად უჭერენ მხარს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, რასაც აქვს თავის პოლიტიკური ასპექტები, თავის ეკონომიკური ასპექტები. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ ინტერესებში რომ გადაგვახვევინოს ჩვენ ამ რელსებიდან, რასაც აქვს დასავლური მხარდაჭერა. აქ არის ძალიან ნათელი, მათ რაც უნდათ: ეს არის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება და მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება. მათ ნაწილობრივ ეს მოახერხეს" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა