logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ზვიად ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა და საზოგადოებაშიც კითხვის ნიშანი არავის გააჩნია, რომ ძალა, რომელიც პოლიციამ გამოიყენა, ლეგიტიმური იყო
ზვიად ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა და საზოგადოებაშიც კითხვის ნიშანი არავის გააჩნია, რომ ძალა, რომელიც პოლიციამ გამოიყენა, ლეგიტიმური იყო
14:41 17.07.2019
„ქართული პოლიტიკისთვის უმნიშვნელოვანესი სიახლეა - 2020 წლისთვის ქვეყანა გადადის პროპორციულ არჩევნებზე. ეს არის პირველ რიგში „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რაც ახალი რეალობის, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია,-ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დანახული პოლიტიკური ცხოვრება, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც მან დაუშვა კოალიციის , მეტი ახალი პოლიტიკური ძალისა და ახალი პოლიტიკური სუბიექტის შემოსვლის შესაძლებლობა.

,, ეს არის ახალი რეალობა, რომელიც ორპოლუსიან პოლიტიკურ სისტემას პრაქტიკულად მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სისტემით შეცვლის და საქართველოს მომავალ პარლამენტში, 2020 წლის არჩევნების შედეგად, გაცილებით მეტი პოლიტიკური სუბიექტით იქნება დაკომპლექტებული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ინიციატივის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და მისი დღევანდელი ინტერვიუც სულისკვეთებას ამ პოლიტიკურ ნაწილში სრულიად შეესაბამება“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის მიერ 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშანი არავის გააჩნია პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

,, რაც შეეხება 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებას, ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა და ვფიქრობ ქართულ საზოგადოებაში კითხვის ნიშანი არავის გააჩნია, რომ ძალა, რომელიც პოლიციამ გამოიყენა იყო ლეგიტიმური. თემა, რომელზეც ოპონენტები აპელირებენ, შეეხება იმას, თუ რამდენად პროპორციულად გამოიყენა პოლიციამ ძალა. ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, გამოძიება პასუხს გასცემს. საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს, დაკავებული არიან პოლიციის თანამშრომლები, ის ადამიანებიც, ვინც პოლიციაზე ძალადობას ახორციელებდა, - დანარჩენი გამოძიების გადასაწყვეტია“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა