logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
ლევან ნიკოლეიშვილი: ნაციონალური მოძრაობის დეგრადაციის კვალდაკვალ, მასთან აფილირებული ქართული კვლევითი ორგანიზაციებიც ანალოგიურ დეგრადირებას განიცდიან
ლევან ნიკოლეიშვილი: ნაციონალური მოძრაობის დეგრადაციის კვალდაკვალ, მასთან აფილირებული ქართული კვლევითი ორგანიზაციებიც ანალოგიურ დეგრადირებას განიცდიან
17:39 15.07.2019
ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი, „რუსთავი 2“- ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება. მისი თქმით ნაციონალური მოძრაობის დეგრადაციის კვალდაკვალ, მასთან აფილირებული ქართული კვლევითი ორგანიზაციებიც ანალოგიურ დეგრადირებას განიცდიან და ეს კვლევა ამის ნათელი დადასტურებაა.

მისი აზრით, საჭიროა რომ „IRI-ს“ სათაო ოფისმა, საველე სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის ცვლილებაზე იფიქროს, რადგან კვლევები, რომლებიც საზოგადოების განწყობებს სერიოზულად არის აცდენილი, პირველ რიგში „IRI-ს“ იმიჯს აზიანებს.

„დღეს რუსთავი2-მა სასწრაფო წესით მოპოვებული კვლევები გაასაჯაროვა: ჩვენ გვინახავს „იპსოს რასია-უკრაინას“, „CRRC”-ის ე.წ. კვლევები, „ჩეთემჰაუსის“ ბრენდის ქვეშ შეფუთული ვინმე გერასიმოვას აბსურდული შეფასება და ა.შ. ეს კვლევები, რომ რეალობას, აცდენილია ბოლო წლებში ჩატარებული ყველა არჩევნები ადასტურებს. კვლევაზე, რომელშიც დავით ბაქრაძე 59%-ით ლიდერობს, შალვა ნათელაშვილის და დავით უსუფაშვილს რეიტინგი 41 %-ა და 41% აქვს დაწერილი, როდის ან რის ხარჯზე აიწია ან გაუტოლდა მათი რეიტინგები ერთმანეთს? რამე გააკეთეს მნიშვნელოვანი? სერიოზული კომენტარი მართლაც მიჭირს. ერთი რამ ცხადია, ნაციონალური მოძრაობის დეგრადაციის კვალდაკვალ, მასთან აფილირებული ქართული კვლევითი ორგანიზაციებიც ანალოგიურ დეგრადირებას განიცდიან და ეს კვლევა ამის ნათელი დადასტურებაა. ნაციონალური მოძრაობა განაგრძობს რეალობის მოდელირებას. ხელისუფლებაში ყოფნისას ისინი არჩევნებს აყალბებდნენ, ოპოზიციის პირობებში კი მხოლოდ კვლევების გაყალბება ხელეწიფებათ. ამიტომ ყოველი არჩევნების შემდეგ, რომელშიც ისინი პირწმინდად მარცხდებიან და უკმაყოფილოები არიან რეალობით და მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით უტიფრად უპირისპირდებიან მათთვის მწარე რეალობას. ალბათ უმჯობესია, რომ „IRI-ს“ სათაო ოფისმა, საველე სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის ცვლილებაზე იფიქროს. კვლევები, რომლებიც საზოგადოების განწყობებს სერიოზულად არის აცდენილი, პირველ რიგში „IRI-ს“ იმიჯს აზიანებს და ამერიკული ორგანიზაციების მიმართ ნიჰილისტური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს, რაც სამწუხაროდ ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა