logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: უცხოელები, რომლებსაც ვხვდები, ცოტა შოკში არიან, როცა ნახულობენ კადრებს, პოლიტიკოსები ადამიანებს პარლამენტის შტურმისკენ რომ მოუწოდებდნენ
თამარ ჩუგოშვილი: უცხოელები, რომლებსაც ვხვდები, ცოტა შოკში არიან, როცა ნახულობენ კადრებს, პოლიტიკოსები ადამიანებს პარლამენტის შტურმისკენ რომ მოუწოდებდნენ
15:13 12.07.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრის ვრცელ ინტერვიუს დამატებითი შეფასებები არ სჭირდება. ჟურნალისტების კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა გიორგი გახარია აქციის ღამეს ელჩებთან ერთად, ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რომ იყო თუ თუ არა იმ ღამეს კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან.

„მე რატომ უნდა გიპასუხოთ ამ კითხვაზე, არაფერ შუაში არ ვარ, ვის ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია, ამის შესახებ არაფერი ვიცი და არც უნდა ვიცოდე“, – განუცხადა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, გუშინდელი ინტერვიუდან გამომდინარე, უნდა დადგეს თუ არა გახარიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, ჩუგოშვილმა აღნიშნა: „თქვენ ალბათ ხუმრობით მეკითხებით ხომ?“. ამავე ტელეკომპანიის კითხვაზე, დაინახა თუ არა ამ ინტერვიუს შემდეგ გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საფუძველი, ჩუგოშვილმა განაცხადა:

„თქვენი შეფასება ჩემთვის არის წმინდა პარტიული შეფასება, პირდაპირ გეუბნებით, რომ თქვენი პოზიცია და თქვენი აღქმა მოვლენების პირდაპირ არის წმინდა პარტიული ხაზით შეფასება მოვლენების და მე ვერ გამოგყვებით ამ შეფასებაში. ჩემი პოზიციის მოსმენის საშუალება აქვს საზოგადოებას, როცა ეს სჭირდება, ამ ფორმატში არ ვაპირებ თქვენს კითხვაზე პასუხს, გასაგები მიზეზების გამო, თუ გინდათ, დავჯდეთ ეთერში და ვისაუბროთ“.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების გამოკითხვაზე დაბარებასაც.

„ნებისმიერი ცივილიზებული, განვითარებული ქვეყნის წარმომადგენლისთვის იმის ნახვა არის სრულიად შოკისმომგვრელი, რომ პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა ახლა შეხვედრა, უცხოელებთან და აბსოლუტურად ყველა ფიქრობს, უფრო სწორად, ცოტა შოკშიც კი არის, როდესაც ხედავენ და თავიანთი თვალით ნახეს კადრები და ინფორმაცია, როდესაც, პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. ეს არის ნებისმიერი ცივილიზებული განვითარებული ქვეყნის წარმომადგენლისთვის ამის ნახვა არის სრულიად შოკისმომგვრელი.

ასე რომ, მსგავს საკითხებს რომ სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება მოყვება, ეს ნურავის უკვირს. ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში პარლამენტის წევრი და პოლიტიკოსი პარლამენტზე შტურმისკენ ვინმეს მოუწოდებდეს და მიუძღოდეს ეს არის წარმოუდგენელი რამ და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, თუ მოხდება ასეთი მოვლენები, იმაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაც იქნება და ამას პოლიტიკურ დევნას კი ნუ ეძახიან, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის ეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა