logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: გაზი ისროლეს უკან მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანები ვინც პირდაპირ შტურმში არ იღებდნენ მონაწილეობას, მათი გაფანტვა მომხდარიყო, რაც ასევე მოხდა
გიორგი გახარია: გაზი ისროლეს უკან მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანები ვინც პირდაპირ შტურმში არ იღებდნენ მონაწილეობას, მათი გაფანტვა მომხდარიყო, რაც ასევე მოხდა
23:47 11.07.2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა 20-21 ივნისს ბრძანების გაცემის დეტალებზე და პროცესის ქრონოლოგიურად განვითარებაზე შესახებ ისაუბრა.

„როდესაც მსგავსი ღონისძიებები ტარდება, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ტოვებს თავის ლოკაციას, იქმნება მინისტრის, მინისტრის მოადგილის და კურატორი მოადგილის სპეციალური ღონისძიების გეგმა, რომელშიც აღწერილია სტანდარტული და იმ კონკრეტულ ლოკაციაზე და იმ კონკრეტული მიზნებით რა საპროგნოზო მონაცემებიც არსებობს ამ გეგმის კონკრეტული ნაბიჯები, რაც ჩემს მიერ იყო ხელმოწერილი.“- თქვა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ როდის მოაწერა ამ ბრძანებას ხელი, მინისტრმა განაცხადა - „იმ დღეს როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა დატოვა თავისი ტერიტორია, ეს იქნებოდა დაახლოებით 12-დან 1 საათამდე.“

მინისტრმა განმარტა თუ რა წერია ამ ბრძანებაში - „დეტალურად არის აღწერილი ყველა საპოლიციო ძალის მოქმედების გეგმა - ვინ, სად, როდის, რა ფუნქციებით, რა მოვალეობით და რა ლოკაციებზე - ყველაფერი. რა სპეციალური საშუალებებით, რა უფლებამოსილებით და რა პასუხისმგებლობით. თუმცა, ყველას კარგად გვესმის, არავინ არ ელოდა. თქვენ ხომ გახსოვთ როდესაც პირველი შტურმი დაიწყო პარლამენტზე, პარლამენტის პერიმეტრს იცავდა ჩვეულებრივი საპატრულო პოლიცია, რის გამოც მოხდა გარღვევა პირველი ფლანგის. 2 შემთხვევა იყო აგრესიული თავდამსხმელების პარლამენტში შეჭრის. სწორედ ამის შემდგომ გავხდით ჩვენ იძულებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გადმოგვეწია წინ, უკვე ფარებით, თორემ თავიდან, 7 საათისთვის იქ ჩვეულებრივი პატრული იდგა. ამის შემდგომ, გაიცა ბრძანება - არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება 10 საათის შემდგომ. ეს გრძელდებოდა დაახლოებით 2 საათი ორსაათნახევარი. ეს უკვე ხდება სიტყვიერად. მე უკვე იქ ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი დაიძაბა და გახდა ძალადობრივი. მაშინ იყო განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. შეიძლება არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი პოლიციისგან დაეტაცათ 300-ზე მეტი ფარი და გაეტაცათ მასაში 30 პოლიციელი. შეიძლება განკარგულება და ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე. მაგრამ აგიხსნით რატომ.

7 საათიდან 10 საათამდე ეს აქცია იყო მშვიდობიანი. 10 საათის შემდგომ დაიწყო შტურმი. ერთხელ გაარღვიეს. შემდგომ შეიცვალა პატრული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებით, რომლებიც იყვნენ ფარებით აღჭურვილი და ამ დროიდან დაახლოებით 2-საათნახევარი, სანამ მათ შეძლეს გაემაგრებინათ ეს პოზიცია და იძულებული არ გახდნენ და უკვე პირდაპირი რისკი გაჩნდა სიცოცხლის, არა მხოლოდ იმ პოლიციელების, რომლებიც იმ კორდონში იდგნენ, არამედ ჩვეულებრივი სამოქალაქო პირების და სამოქალაქო დაპირისპირების რისკი გაჩნდა, შეიძლება მანამდე უნდა გაცემულიყო ბრძანება სპეციალური საშულების გამოყენების - ეს არის ერთადერთი.

რატომ ვითმინეთ ამდენი და რატომ გამოიყენა პოლიციამ თმენის ვალდებულება უკიდურეს პიკამდე - აგიხსნით რატომ. იმიტომ, რომ ჩვენ იმედი გვქონდა, რომ მოწოდებების შედეგად ხალხის რაოდენობა შემცირდებოდა და მართლაც შემცირდა. 15 000-დან ამ 10 საათიდან დაახლოებით 1-ის ნახევრამდე რაოდენობა რადიკალურად შეიცვალა და შემცირდა ადამიანების რაოდენობა. ამის შემდგომ ფაქტობრივად ჩვენი პოლიცია წინა ხაზზე დარჩა ფარების გარეშე. როდესაც 300-ზე მეტი ფარი გაიტაცეს, როდესაც ადამიანებს უბრალოდ იტაცებდნენ და ეს შეტევები არ წყდებოდა. თქვენ ხშირად გქონდათ შეკითხვა, რატომ ისროლეს გაზი უკან? გაზი ისროლეს უკან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანები ვინც პირდაპირ შტურმში არ იღებდნენ მონაწილეობას, მათი გაფანტვა მომხდარიყო, რაც ასევე მოხდა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის