გიორგი გახარია: 8 ივლისს 4 აქცია იმართებოდა ერთდროულად 14 საათის განმავლობაში, ჩვენმა პოლიციამ დასვენების გარეშე უზრუნველყო სიმშვიდე და მართლწესრიგი - უპასუხისმგებლო, ახალგაზრდებს ამოფარებულ პოლიტიკოსებს ამის გაგონებაც არ უნდოდათ

22:40 11.07.2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 20-21 ივნისის მოვლენებზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, გასცეს თუ არა სპეცრაზმელებზე პრემიები, მინისტრმა განაცხადა, რომ არა.

„არ დაგიდასტურებთ, პრემიებს ჩვენ გავცემთ გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც მასობრივი ღონისძიებების მიმართულებით, ჩვენს თანამშრომელებს უწევთ ღამის საათებში და ზედმეტ საათებში მუშაობა და ეს გაგრძელდება მომავალშიც.
მაგალითად, 8 ივლისს, რატომღაც ამას არავინ არ აღნიშნავს - 4 აქცია ერთდროულად, ზუსტად 14 საათის განმავლობაში, დასვენების გარეშე, ჩვენმა პოლიციამ უზრუნველყო სიმშვიდე, მართლწესრიგი, მაშინ როდესაც ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს ამოფარებულს, დემაგოგიით და რაღაც გაურკვეველი მოთხოვნებით, უბრალოდ გაგონებაც არ უნდოდათ იმისი, რომ მოდით იქნებ პოზიტიურ დღის წესრიგზე ვისაუბროთ",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

--
ბეჭდვა