logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
 გიორგი გახარია: არცერთი სპეციალური საშუალება, რომელიც კანონში არ წერია, იქ არ ყოფილა - მინისტრის ბრძანება არსებობს, რომელიც პოლიციელს უკრძალავს და ეუბნება, რომ უნდა გამოიყენოს მხოლოდ 20 მეტრიდან
გიორგი გახარია: არცერთი სპეციალური საშუალება, რომელიც კანონში არ წერია, იქ არ ყოფილა - მინისტრის ბრძანება არსებობს, რომელიც პოლიციელს უკრძალავს და ეუბნება, რომ უნდა გამოიყენოს მხოლოდ 20 მეტრიდან
22:34 11.07.2019
გიორგი გახარიამ 20-21 ივნისს პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა კანონით და საერთაშორისო სტანდარტით არის გათვალისწინებული. მისი განცხადებით, მინისტრის ბრძანებით ამ რეზინის ტყვიების სროლა 50 მეტრი დისტანციით არის ნებადართული.

„ეს არის არალეტალური ტყვია, რომელიც გამოიყენება სამართალდამცავი სისტემის მიერ მასების მართვისთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს ყველა ტყვია, რომელიც იყო გამოყენებული, 4 სახის იყო გამოყენებული, არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან, სხვათა შორის, ეს, რომელსაც თქვენ ამბობთ, ნარინჯისფერი, არის 2012 წელს შეძენილი. მას შემდგომ ყოველთვის ყველგან იყო აღჭურვილობაში. ამ ტყვიას ინსტრუქციაში უწერია, რომ მისი გამოყენების ეფექტური გამოყენების მანძილი არის 10 მეტრიდან. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ინსტრუქციით, ჩვენ პოლიციელებს აქვთ მითითება, რომ ეს ტყვია უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ 20 მეტრიდან. ასევე გეტყვით, ყველა ის პროფესიონალი, ვისაც საერთოდ თემა ესმის, ის ხვდება და იცის, რომ ამ ტყვიის დამიზნება შეუძლებელია. როდესაც ვიღაც ამბობს, რომ დამიზნებით ესროდნენ თვალში, ეს არის სრული აბსურდი, სიცრუე და ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. ზოგიერთ ვაი პოლიტიკოსს, რა დონეზეც და როგორაც არ უნდა ნდომებოდა, ეს აქცია და ეს სამწუხარო ღონისძიება დასრულებულიყო კიდევ უფრო მძიმე შედეგებით, საბედნიეროდ ჩვენი სამედიცინო სისტემის თანამშრომლებს უნდა გადავუხადოთ მადლობა იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს სამედიცინო სისტემაში გვყავს მხოლოდ ორი ადამიანი, რომლების მდგომარეობა არის სტაბილური და პოზიტიური პროგნოზით. ეს არის ის რაც დღეს გვაქვს. ახლა რაც შეეხება, რომ დავუბრუნდეთ იგივე ტყვიებს, მარტივი თემაა. გეუბნებით, ყველა სპეციალური საშუალება, მათ შორის ტყვია არის კონკრეტულად კანონით განსაზღვრული, კიდევ ერთხელ გეუბნებით, არცერთი სპეციალური საშუალება, რომელიც კანონში არ წერია, იქ არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ტყვიის მწარმოებელს პირდაპირ უწერია, რომ არის ეფექტური 10 მეტრის შემდეგ. მინისტრის ბრძანება არსებობს, რომელიც პოლიციელს უკრძალავს და ეუბნება, უნდა გამოიყენო მხოლოდ და მხოლოდ 20 მეტრის შემდეგ.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ამ ღონისძიების პირობებში, იყო რამდენიმე მძიმე შემთხვევა, უკიდურესად მძიმე და პირველ რიგში ჩვენთვის, სამინისტროსთვის და საპოლიციო სისტემისთვის უფლებამოსილების გადამეტების. მერწმუნეთ, ჩემთვისაც მძიმე საყურებელი იყო, როდესაც დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით სპეცრაზმელი დამიზნებით ცდილობს ვიღაცას მოარტყას, მაგრამ არ შეიძლება ფაქტების აღრევა. თუ ვსაუბრობთ და ვესაუბრებით ჩვენ მოსახლეობას, მაშინ უნდა ავუხსნათ, კონკრეტულად რას რა შედეგი მოჰყვა",-განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის