logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერს შეხვდა
21:57 11.07.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია- „საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერთან, ფლორინ იორდაჰთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ისტორიული მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება, რაც ურთიერთობებს თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ხაზი ასევე გაესვა პირდაპირი ავია და საზღვაო მიმოსვლის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას, რეფორმით გათვალისწინებულ ძირითად ცვლილებებსა და პარლამენტის როლს ახალ პოლიტიკურ რეალობაში.

საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბრისას, ვიცესპიკერმა აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა და სტაბილურობის გარანტია, რომელიც, გამოწვევების მიუხედავად, განვითარებას აგრძელებს. მისივე თქმით, რუმინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის დასავლური სტრუქტურების მხრიდან ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუმინეთს ჩვენი ქვეყნის ევროპატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, მიიღოს ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას დაეხმარება. პარლამენტის თავმჯდომარემ რუმინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ესწრებოდა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის