logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: მოგესალმებით, არა როგორც პროევროპული, არამედ ამაყი ევროპელი ერის პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი: მოგესალმებით, არა როგორც პროევროპული, არამედ ამაყი ევროპელი ერის პრეზიდენტი
13:34 11.07.2019
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ამბიცია ევროკავშირის წევრობაა და საქართველო არასდროს აარიდებს თავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს.

,,მოგესალმებით საქართველოში რიგით მე-16 კონფერენციაზე სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა". აღნიშნული კონფერენცია განახლებულ მნიშვნელობას იძენს გამორჩეულად მაღალი დონის წარმომადგენლობის გამო, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს.

თუმცა, ასევე იმიტომაც რომ ის ევროკავშირისა და საქართველოსთვის გადამწყვეტ დროს ტარდება - პარტნიორობის წარმატებული ათწლეულის შემდეგ, დრო მოვიდა ჩვენს ურთიერთობაში ახალი მიმართულება დავსახოთ.

მოგესალმებით, არა როგორც პროევროპული, არამედ ამაყი ევროპელი ერის პრეზიდენტი. ქვეყანა, რომლის კულტურა და ცივილიზაცია მკაფიოდ ევროპულია: მედეას სამშობლო უძველეს მითოლოგიაში; ღვინის წარმოების აკვანი; ქრისტიანი ერი ახ. წ. მე-4 საუკუნიდან. ქვეყანა, რომელმაც დასაბამი მისცა ქალთა უფლებებს ახ. წ. მე-12 საუკუნეში ქალი მეფის მმართველობით და 1918 წლის პირველ საპარლამენტო არჩევნებში ქალებისათვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებით.

ბუნებრივია, რომ ქვეყანას ახლა ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ჩვენი ღირებულებები, კულტურა და ისტორია ევროპულია.

ჩვენი პოლიტიკა ევროპულია: ჩვენი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს. ეს მხარდაჭერა ურყევია ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, ცვლილებებისა და ევროსკეპტიციზმის გარეშე.

ევროპაში გავრცელებულ ახლანდელ კონტექსტში, საქართველო გახდა ერთგვარი გამონაკლისი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და ენთუზიასტი ქომაგი.

შიდაგანსხვავებულობით, თუ ესეთი არსებობს, ყველა მთავარი პოლიტიკური პარტია იზიარებს და მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას. ეს მტკიცე სწრაფვა გამოიხატა ჩვენს ახალ კონსტიტუციაში, რომელიც გასულ წელს მივიღეთ.

1990 წლიდან საქართველოს ბევრი რთული პერიოდი ჰქონდა. საბჭოთა 70 წლიანი ბატონობა, სახელმწიფოს აღმშენებლობა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ძალების აღდგენა 2008 წლის ომის შედეგად, რამაც ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და ღია ჭრილობით ცხოვრება განაპირობა.

დემოკრატიის თანმიმდევრულ შექმნასთან ასოცირებული გამოწვევების გადალახვა.

ჯერ კიდევ სირთულეების პერიოდში, ერთი მახასიათებელი შეუცვლელი რჩება: ჩვენი ურყევი თავდადება კვლავ შევუერთდეთ ევროპულ ოჯახს.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე თქვენი დახმარებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თხუთმეტი წლის წინ, ჩვენ შევუერთდით ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას. ათი წლის წინ, ჩვენ გავხდით აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილი. ხუთი წლის წინ, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას.

ახლა კი, როგორც არასდროს, მჭიდრო კავშირებით ვსარგებლობთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და მთავარი ეკონომიკის დახმარებით ვაჭრობითა და ინტეგრაციით. ევროკავშირთან, როგორც ჩვენს უპირველეს სავაჭრო პარტნიორთან, ურთიერთობით ჩვენი ეკონომიკური კავშირები ყოველწლიურად იზრდება და მან გადაასწრო თურქეთსა და რუსეთს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის