logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ლექვინაძე ნიკა გვარამიას: მსგავსი ფორმით, ნებისმიერი ბიზნესის მისამართით გამოთქმული ასეთი შეფასებები აბსოლუტურად მიუღებელია
ირაკლი ლექვინაძე ნიკა გვარამიას: მსგავსი ფორმით, ნებისმიერი ბიზნესის მისამართით გამოთქმული ასეთი შეფასებები აბსოლუტურად მიუღებელია
17:36 10.07.2019
ნებისმიერი ბიზნესის მისამართით მსგავსი ფორმით გამოთქმული ასეთი შეფასებები აბსოლუტურად მიუღებელია. ბიზნესმენები არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, ქმნიან ეკონომიკურ დოვლათს, ასაქმებენ ადამიანებს - ასე შეაფასა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ტელეკომპანია ,,რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება, რომელიც მან გადაცემა ,,კვირის აქცენტების“ ეთერში გააკეთა.

,,მსგავსი ტიპის შეფასებები ბიზნეს-სექტორისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ბიზნესი თვითონ წყვეტს, თუ რომელ ბაზარზე გააკეთოს ორიენტირება, არ ეშლება სად წავიდეს და როგორ, სად აიღოს რისკი და ის, რომ რისკზე თავად იყოს პასუხისმგებელი. ასეთი შეფასებები არც ჟურნალისტიკაა და არც პატრიოტიზმი. ბიზნესი ძალიან პრაგმატულია და ზუსტად იცის სად, როდის და რა გააკეთოს. ასე რომ, მივცეთ შესაძლებლობა, იყოს თავისუფალი საკუთარ არჩევანში. ბიზნესი პასუხს აგებს საკუთარ დანაკარგებზეც, საკუთარ შედეგებზეც, - ჩვენთვის მთავარია, რომ ბიზნესს ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა ყველა მიმართულებით და ქმნიდეს ეკონომიკურ დოვლათს. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება შეაფასოს ამა თუ იმ კომპანიის თუ უწყების ქმედება, თუმცა შეფასებასაც აქვს თავის ფორმები. ის, რაც ჩვენ გუშინ ეთერში ვნახეთ ეს აბსოლუტურად მიუღებელია“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

როგორც ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყნის ბაზარი, სადაც ქართულ პროდუქტზე, სერვისებზე მოთხოვნაა და საიდანაც შემოსავალს ვიღებთ - მნიშვნელოვანია.

,,ნებისმიერი ქვეყნის ბაზარი, სადაც ქართულ პროდუქციაზე, სერვისებზე მოთხოვნაა - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ბაზარს თავის პოლიტიკური რისკები გააჩნია, რომელსაც, ბუნებრივია, როცა იწყება ურთიერთობა ამ მიმართულებით, იაზრებ და აფასებ. ამიტომ, კიდევ უფრო გამწვავება და დაძაბულობის შეტანა გადაწყვეტილებებში არის მიუღებელი მაშინ, როდესაც ჩვენ ყველა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად პრაგმატულად და დაბალანსებულად შევინარჩუნოთ ის შესაძლებლობები, რომელიც გაგვაჩნია ყველა მიმართულებით, ყველა ბაზართან“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაულახავი პრობლემა არ არის, თუმცა ქვეყნის ეკონომიკაზე , მოკლევადიან პერიოდში მას გარკვეული მოკლევადიანი ნაგატიური ეფექტები ექნება. მისი თქმით, დაბალანსებული ურთიერთობები ყველასთან არის ის, რაც ქვეყანას სტაბილური განვითარებისთვის სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი უხამსად მოიხსენია.

„გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ^&^* მთელ ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი ბორჯომი იქ ვერ შევიდეს. გადაეჯ*&^ უკრაინაში და იქ გაყიდეთ ეს ბორჯომი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის