logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: თუ პოლიტიკურ პარტიებს სურთ მონაწილეობა, აქვთ იდეოლოგია და ჰყავთ მხარდამჭერები, მიიღონ მონაწილეობა პროპორციულ არჩევნებში და აჩვენონ, რა სასიკეთო ცვლილებების მოტანა შეუძლიათ საქართველოსთვის
არჩილ თალაკვაძე: თუ პოლიტიკურ პარტიებს სურთ მონაწილეობა, აქვთ იდეოლოგია და ჰყავთ მხარდამჭერები, მიიღონ მონაწილეობა პროპორციულ არჩევნებში და აჩვენონ, რა სასიკეთო ცვლილებების მოტანა შეუძლიათ საქართველოსთვის
23:56 09.07.2019
„ეს არჩევნები ვერ მოხდება ისე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვოს ოპოზიციაში ექსკლუზივი და სხვა პარტიები აიძულოს, რომ მხოლოდ მასთან ერთად გაფორმდნენ ფურცელზე, გაფორმდნენ ბლოკში და შექმნან რაღაც ფიქტიური გაერთიანებები და ისე მოიპოვონ ადგილები პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა პარტიას თანაბარი სასტარტო პირობები ექნება.

„ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომ ჩავატაროთ 2020 წელს პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით. თუ პოლიტიკურ პარტიებს და ამ პარტიასაც, სურთ მონაწილეობა, თუ მათ მართლა სჯერათ, რომ არიან პოლიტიკური პარტია, აქვთ იდეოლოგია და ჰყავთ მიმდევრები და მხარდამჭერები, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, კეთილი ინებონ და აჩვენონ პროპორციულ არჩევნებში, თანაბარ სასტარტო პირობებში თუ რა შეუძლიათ მათ რეალურად და რა სასიკეთო ცვლილებების, თუ ასეთი შეუძლიათ, მოტანა საქართველოსთვის. მაგრამ, ეს არჩევნები ვერ მოხდება ისე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვოს ოპოზიციაში ექსკლუზივი და სხვა პარტიები აიძულოს, რომ მხოლოდ მასთან ერთად გაფორმდნენ ფურცელზე, გაფორმდნენ ბლოკში და შექმნან ფიქტიური გაერთიანებები და ისე მოიპოვონ ადგილები პარლამენტში. ასე ვერ მოხდება. ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება თანაბარი სასტარტო პირობები“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ბუნებრივ უპირატესობაზე უარს ამბობს მმართველი პარტიაც, რაც დღეს არსებული შერეული სისტემით ჰქონდა.

„შეგახსენებთ, რომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მივიღეთ, როდესაც კონსტიტუცია შევცვალეთ. უბრალოდ, ეს იყო დაგეგმილი 2024 წელს. აქაც ჩვენ გვქონდა არგუმენტები და დღესაც გვაქვს თუ რატომ 2024, მაგრამ რადგან ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთა არის, მზად ვართ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღეს დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომ მოვუსმინოთ ხალხს, შევასრულოთ ხალხის მოთხოვნა და ჩავატაროთ არჩევნები პროპორციული წესით ნულოვანი ბარიერით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის