logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე "რუსთავი 2"-ს:  ვიცით, რომ ტყუილი თქვენი სამარკო ნიშანია, მაგრამ ეს წარმოუდგენელი სიბინძურეა
მამუკა მდინარაძე "რუსთავი 2"-ს: ვიცით, რომ ტყუილი თქვენი სამარკო ნიშანია, მაგრამ ეს წარმოუდგენელი სიბინძურეა
16:22 06.07.2019
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც "რუსთავი 2"-ზე დაანონსებულ სიუჟეტს ეხმიანება.

"რუსთავი2!

რა მაგრად გაგჭირვებიათ, ჩემს სახლს რომ მიადექით?!
ვიცით, რომ ტყუილი თქვენი სამარკო ნიშანია, მაგრამ მხოლოდ ანონსში, რამდენიმეწამიანში, ამდენი ტყუილი ერთად, წარმოუდგენელი სიბინძურეა!!!

მხოლოდ ანონსში:

1. "პარლამენტში ცარიელი ჯიბით მივიდნენ და მინიოლიგარქები გახდნენ" - ეს ანონსში ჩასმული თქვენი სიტყვებია და ამის იქით თავხედობა, წარმოუდგენელია.
სწორედ პარლამენტის წევრობამდე დიდი ხნით ადრე შეძენილი ბინის გაყიდვით მიღებული თანხით რომ ვიყიდე დიღმის სახლი,
შეუძლებელია არ იცოდეთ, დეკლარაციაშიც წერია!

2. მთლიან შენობას რომ დაადეთ თავზე ჩემი ფოტო, ესეც ბინძური მანიპულაციაა. რომელი ნაწილია ჩემი, ესეც გადასარევად იცით!

3. ვის რაში აინტერესებს, მაგრამ დიდი შემართებით რომ ამცნეთ საზოგადოებას, სახლში რემონტი მთავრდებაო, - ე. წ. "თეთრი კარკასის" იქით რომ არ გაგრძელებულა, ესეც მშვენივრად ნახეთ, როცა ადგილზე იყავით მისულები. მეტიც, განცხადებაც უკვე დიდი ხანია დევს ამ სახლის გაყიდვაზე თავისი ფოტოებით. ესეც იცოდით და დამალეთ!

4. ეს და ჩემი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალებიც ჩემს დეკლარაციაში თეთრების სიზუსტით არის მითითებული. დამატებული კრედიტიც იქვეა. არსებობს საჯარო რეესტრის ამონაწერებიც და ა. შ.

5. როგორც ჩანს მიშა ძალიან გავაღიზიანეთ ჩვენი კომენტარებით ბოლო დღეებში. ვინ და ვინ გყავთ ჩასმული ანონსში, აქედან გამოვდივარ და რა გინდათ თქვათ, თქვენი ბინძური მეთოდების გადამკიდე, აზრი არ აქვს პატიოსნად იცხოვრებ თუ არა?!
მერე მსგავს სიუჟეტებს "აპრავებთ" იმით, რომ თითქოს საზოგადოებას მხოლოდ ფაქტებს უყვებით. აქ ყველა ფაქტი რომ წარმოუდგენლად არის დამახინჯებული, ეს არის თქვენი ჟურნალისტური სტანდარტი?!

6. ნებისმიერ თემაზე, მნიშვნელოვანზე თუ უმნიშვნელოზე, დღეში თქვენი ოთხი-ხუთი ჟურნალისტი მირეკავს, რა კომენტარს გააკეთებთო. ამხელა "სქემა გაგიშიფრავთ" და ერთი როგორ ვერ დამირეკეთ, იქნებ რას გეუბნებოდით? ესეც თქვენი გასაოცარი ჟურნალისტური სტანდარტის კიდევ ერთი გამოვლინება.

7. გასაგები და მარტივია თქვენი მიზანი, მაგრამ როგორი ტყუილებითაც არ უნდა მებრძოლოთ, ნაცმოძრაობას თავის ბინძურ გეგმებს არ გავატანინებ და აქ ყოველთვის წინა რიგებში ვიქნები!

P. S. ზუსტად ასეთივე ობიექტურები ხართ სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩემთან მიმართებით. ეს არის თქვენი "სიმართლის" დიაგნოზი", - წერს მდინარაძე ფეისბუქზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა