logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: უნდა წარიმართოს დროული, გამჭვირვალე გამოძიება და რაც შეიძლება მალე გაეცეს პასუხები კითხვებს
ანრი ოხანაშვილი: უნდა წარიმართოს დროული, გამჭვირვალე გამოძიება და რაც შეიძლება მალე გაეცეს პასუხები კითხვებს
19:22 05.07.2019
მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ აუცილებლად მივიჩნიეთ, მოვახდინოთ პოლიტიკური შეფასება 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმაგანაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უმრავლესობას მიაჩნია, რომ აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება იყო უზრუნველყოფილი, ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან მოხდა მშვიდობიანი პროტესტის საბაბად გამოყენება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ქმედების განსახორციელებლად, რაც როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკის მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყო პროპორციული ძალა. პარლამენტში შეჭრის მცდელობა სათანადო რეაგირებას საჭიროებს და ეს რეაგირება ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა. რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენ პარლამენტის დადგენილების პროექტით, მივიჩნევთ რომ უნდა წარიმართოს დროული, გამჭვირვალე გამოძიება და რაც შეიძლება მალე პასუხი გაეცეს, როგორც პარლამენტში შეჭრის მცდელობის საკითხს და გამოვლენილი იყვნენ მონაწილეები და ორგანიზატორები, ასევე უნდა იყოს გამოძიებული სრულად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შემთხვევები“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ამასთან, როგორც დეპუტატმა განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა მიესალმება სახალხო დამცველის ჩართულობას ამ პროცესში, ვინაიდან მიაჩნია, რომ ეს პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობას შეუწყობს ხელს.

საპარლამენტო უმრავლესობამ 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ დადგენილების პროექტი შეიმუშავა და დაარეგისტრირა. დადგენილების პროექტი 10 პუნქტიანია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა