logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ლევან ნიკოლეიშვილი: არასწორია, როცა 20-21 ივნისის აქციის დაშლას 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებს ადარებენ
ლევან ნიკოლეიშვილი: არასწორია, როცა 20-21 ივნისის აქციის დაშლას 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებს ადარებენ
16:33 05.07.2019
“რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური ძალები თავად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ გამოძიება წარიმართოს”, – ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადა.

როგორც ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ ის, რაც ჩვენ მივიღეთ იმ ცნობილი მოვლენიდან გამომდინარე, რაც იყო გავრილოვის ვიზიტსა და პარლამენტში მის მისვლასთან დაკავშირებით, ამან გამოიწვია აბსოლუტურად ნორმალური, ჭეშმარიტი, გულწრფელი პროტესტი ადამიანების მხრიდან. ადამიანები შეკრიბნენ რუსთაველზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ შემდეგ შეურთდა ადამიანთა ორგანიზებული ჯგუფი პოლიტიკოსების მეთაურობით, რადიკალურად განწყობილ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ რომლებმაც წამოიწყეს საკმაოდ დესტრუქციული ქმდება რაც გამოიხატა. არაერთი ეთერით შუქდებოდა, თუ რა რადიკალურ ფორმასთან გვქონდა საქმე, როცა იყო პარლამენტის შენობაზე იერიშის მიტანასთან დაკავშირებით და როგორი მცდელობა იყო პარლამენტის შენობაში შეღწევის მიზნით. ამ კადრებიდან, ასევე, ნათლად ჩანს, რომ ეს ჯგუფები არ მოქმედებდნენ სპონტანურად, საკმაოდ ორგანიზებულიები იყვნენ. იყო მოწოდებები ამასთან დაკავშირებით და ამას კიდევ ერთხელ ამაგრებს შემდეგი გარემოებაც, რომ ჩვენ გვახსოვს, მანამდეც მიმდინარეობდა გარკვეული დესტრუქციული ძალების მხრიდან ამ ქმედებების წაქეზება, დავიწყოთ თუნდაც ზუგდიდის მოვლენებიდან. არჩევნების შემდეგ გვახსოვს, ყოფილმა პირველმა ლედიმ, ქალბატონმა სანდრა რულოვსმა როგორი განცხადებები გააკეთა იარაღის ხელში აღებაზე , ხელისუფლების დამხობაზე, ძალადობასა და ა.შ. ჩვენი ერთადერთი ალტერნატივა არის მშვიდობიანი განვითარება. ნებისმიერ დროს, როცა ამის სურვილი გაუჩნდება საზოგადოებას, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და მნიშვნელოვანია, ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ რასთან გვქონდა საქმე.

„როგორი იყო პოლიციის ქმედება ამ შემთხვევაში – ორი აზრი არ არსებობს, რომ გარკვეულ გადაცდომებთან გვაქვს საქმე, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მიიღოს პასუხები, თუ ასეთი გადაცდომები იყო, ვინ, რატომ და როგორ იმოქმედა ამ შემთხვევაში; მაგრამ, მეორე მხრივ, პოლიციას აქვს თავისი ინსტურქცია, წესდება და პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ის მოქმედებს. ამ ქმედებებით აბსოლუტურად ნორმალურად მიიჩნევა ძალის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ ისინი გრძნობენ სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშის მიტანასა და ძალადობრივი ქმდებების განხორციელების საფრთხეს. ამ ქმედებების დროს მათ არ სჭირდებათ რაღაც სპეციალური დამატებითი ბრძანებების მიღება, ვინაიდან ეს ყველაფერი გაწერილია მათ ინსტრუქციებში. ჩვენ შეგვიძლია, მოვიყვანოთ დემოკრატიული, განვითარებული ქვეყნების მაგალითები და წარმოიდგინეთ როგორ მოიქცევა პოლიცია ან შესაბამისი უწყებები, ვინმემ რომ გადაწყვიტოს და მიიტანოს შტურმი, ან ძალადობრივი გზით შეეცადოს შესვლას, ვთქვათ, აშშ-ის თეთრ სახლში, ან კონგრესის შენობაში, ან საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში. პოლიცია იმოქმედებს იმ წესდების მიხედვით და ზოგიერთი ადამიანიც დაზიანდება, რაც, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან სამწუხაროა.

კიდევ ერთი მონეტი – დღესდღეობით მიმდინარეობს გამოძიება. ამ გამოძიების ფარგლებში ვიცით, რომ პროკურატურამ გადაკვალიფიცირება მოახდინა გარკვეული მუხლების და უკვე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან გვაქვს საქმე. იკითხება უამრავი ადამიანი. მნიშვნელოვანია, თუ რა გზით წავა ეს ყველაფერი და, ასევე, ჩემთვის, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და გვქონდეს სრული ინფორმაცია, თუ რასთან გვქონდა საქმე, რეალურად, რა დიდი საფრთხე აიცილა სახელმწიფომ და რა იყო ამის გამომწვევი მიზეზები, ვინ დაგეგმა, საიდან დაიგეგმა, იყო თუ არა ჩარეული გარეშე ძალები.

ეს რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური ძალები თავად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ გამოძიება წარიმართოს. გამოძიების შემთხვევაში მათ ექნებათ სრული შესაძლებლობა, რომ დაამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა, თუ ასეთი არსებობს. მათ უნდა ჰქონდეთ ინტერესი იმისა, რომ გამოძიება მივიდეს იმ დონეზე, რა დონეზეც არის აუციელებლი და გამოიკვეთოს ის ბრალეულობა, თუ უდანაშაულობა, ვის როგორ გააჩნია“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, არასწორია, როცა 20-21 ივნისის აქციის დაშლას 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებს ადარებენ.

„ძალიან ხშირად ხდება შედარებები ამ მიტინგსა და 26 მაისისა და 7 ნოემბრის აქციებს შორის. აბსოლუტურად დიდი

განსხვავებია. 7 ნოემბერსა და 26 მაისს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია და არ იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ხელყოფის მცდელობა. მათი დაშლა და დარბევა მოხდა სულ სხვა მიმართულებებით. გვახსოვს, როგორ აქცევდნენ ალყაში ადამიანებს, სასტიკად უსწორდებოდნენ. აქ პოლიციამ, შეიძლება ითქვას, ლეგიტიმურად იმოქმედა. ნებისმიერი გადაცდომის შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული, თუ ასეთი არსებობდა. ასევე, გვახსოვს, დაშლის შემდეგ როგორ ბრუნდებოდნენ დემონსტრანტების გარკვეული ჯგუფები კვლავ პარლამენტის შენობისკენ. ბრუნდებოიდნენ არა მშვიდობიანად, არამედ, ისევ და ისევ, ქვებით.

ეს არის კიდევ ერთი ეჭვი იმისა, რომ ეს ყველაფერი ორგანიზებული იყო“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მან შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და გაანცხადა, რომ გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს.

„გახარიამ და შსს-მ იმოქმედეს ლეგიტიმურად და აგვაცილეს ძირითადი საფრთხე. იმოქმედეს კანონის ფარგლებში. დღეს რომ გახარია გადადგეს, ეს

რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური პარტიებისთვის იქნება ერთგვარი გამარჯვების მომტანი სიმბოლო, მაგრამ, რეალურად, არაფრისმომტანი. ესენი იტყვიან, ჩვენ გავიმარჯვეთო და მერე რა? ამ დროს გამოძიება მიმდინარეობს. ხვალ რომ აღმოჩნდეს, გახარია არაა დამნაშავე, კვლავ უნდა დავაბრუნოთ თანამდებობაზე? ეს ხომ თამაში არ არის?”, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის