logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია ლუქსემბურგის საბოლოო დეკლარაციაში აისახოს
სოფიო ქაცარავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია ლუქსემბურგის საბოლოო დეკლარაციაში აისახოს
16:24 05.07.2019
ლუქსემბურგში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია მიმდინარეობს. საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, სოფიო ქაცარავას მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი განიხილება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება. სესიის პირველი დღეს, რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ, რეზოლუციის პროექტის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა, თუმცა საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების დელეგაციების მხარდაჭერით, რეზოლუციის პროექტი განსახილველ საკითხებს დაემატა.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ კომიტეტზე, ჩვენი დელეგაციის მიერ დარეგისტრირებული რეზოლუციის პროექტის განხილვის საკითხი, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა. რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ასამბლეის საკომიტეტო და პლენარული სხდომები „უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ რეზოლუციის პროექტს განიხილავს. ჩვენი მიზანია რეზოლუციის ლუქსემბურგის საბოლოო დეკლარაციაში ასახვა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება“, - განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ.

რუსეთის ფედერაციის განცხადებას, საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის, ეუთო-ს ასამბლეის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარკ პრიჩარდი.

“ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რომ საქართველოს ტერიტორიებია ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს",- განაცხადა დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

რეზოლუციის მიღების მნიშვნელობაზე, საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ისაუბრა.

„ლუქსემბურგში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ აქ განიხილება საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება. ბოლო პერიოდში ეუთოს არაერთი რეზოლუცია აქვს მიღებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მაგრამ ამჟამად ფოკუსირება ადამიანის უფლებებზე კეთდება. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის დელეგაციის მხრიდან რეზოლუციის მიღებას დიდი წინააღმდეგობა აქვს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა აღნიშნული რეზოლუციის მიღება მოხდეს და კიდევ ერთხელ გავამყაროთ ჩვენი პოზიციები. ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე საერთაშორისო აზრის მობილიზება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ლუქსემბურგში დღესვე, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურად უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც სპეციალური მომხსენებლის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი განიხილეს. სხდომაზე ასევე ეუთოს სივრცეში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიისა და საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში სამართლის დარღვევების თაობაზე დებატები გაიმართა. სხდომაზე საქართველოს დელეგაციის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს მიმართა.

„მომხსენებლისა და კოლეგების ყურადღებას მივაპყრობ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ერთად ერთი კონფლიქტი აქვს- ესაა კონფლიქტი რუსეთთან. არსებობს ამ კონფლიქტის ეთნიკური შემადგენელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ რუსეთმა მოახდინა 90-იანწლებში ამ კონფლიქტის პროვოცირება და დღემდე იყენებს მას. სწორედ რუსეთია, როგორც ოკუპანტი, პასუხის მგებელი იმაზე, რომ ძვრა არ არის კონფლიქტის მოგვარებაში. სწორედ რუსეთია, როგორც ოკუპანტი, პასუხისმგებელი იმაზე, რომ ასიათასობით დევნილი და ლტოლვილი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში. სწორედ რუსეთია, როგორც ოკუპანტი, პასუხისმგებელი იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა