logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსათვის, როგორც მედეას ქვეყნისათვის, სამედიცინო ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსათვის, როგორც მედეას ქვეყნისათვის, სამედიცინო ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია
12:21 05.07.2019
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმი საქართველოს სტომატოლოგთა მე-15 საერთაშორისო კონგრესი, სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმი გახსნა.

სალომე ზურაბიშვილი მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს, წარმატებული მუშაობა უსურვა მათ და იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია დაეხმარება მის მონაწილეებს უფრო დიდ პროგრესს მიაღწიონ ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის რეაბილიტაციისა და დაცვის მიმართულებით.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბის ფორუმი ეძღვნება ქალთა საკითხებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისათვის და ჩვენ როგორც ქალები, კიდევ უფრო ვზრუნავთ ჩვენ მომავალ თაობაზე, რადგან ვართ დედები და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მადლობას მოვახსენებ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის მხარდაჭერითაც ბათუმში ეს ფორუმი ტარდება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რადგან ტურიზმი ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია და ტურიზმის ისეთი მიმართულები, როგორიცაა საკონფერენციო და სამედიცინო ტურიზმი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან სამედიცინო ტურიზმი, საქართველოსათვის, როგორც მედეას ქვეყნისათვის ისტორიული ხასიათისაა. ჩვენ უნდა განვავითაროთ სამედიცინო ტურიზმი და რეგიონებში ჩვენი კურორტები, რომლებიც ძალიან მრავლად გვაქვს. ეს საქართველოსათვის ძალიან დიდი პოტენციალია. ამ კუთხით, ასეთი მასშტაბური კონფერენციის ჩატარებაც ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ თავმოყრილია უამრავი ქალი, რადგან დღეს ლიდერი ქალები უფრო და უფრო ძლიერდებიან. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ევროკომისიის პრეზიდენტად წარდგენილია ქალი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი და დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი აირჩევს მას, ასევე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად სავალუტო ფონდის ყოფილი თავმჯდომარე. ეს ყველაფერი დიდი წინსვლაა, მათთვის, ვინც ვფიქრობთ ქალების ჯანმრთელობასა და ქალების როლზე ჯანდაცვის პოლიტიკაში. ჩვენ ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე.

საქართველოს პრეზიდენტი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა ქეთრი ქელიმ სტომატოლოგიური ჯანმრთელობის მსოფლიო ფორუმზე მიიწვია, რომელიც სან ფრანცისკოში 7 სექტემბერს გაიმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა