logo2
logo2
არქივი
« მარტი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილმა და თამარ ხულორდავამ ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტის - „ტაიექსის" (TAIEX) წარმომადგენლებთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ისაუბრეს
ანრი ოხანაშვილმა და თამარ ხულორდავამ ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტის - „ტაიექსის" (TAIEX) წარმომადგენლებთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ისაუბრეს
15:50 03.07.2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტის „ტაიექსის" (TAIEX) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი საკითხები იყო: ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესრულება, ამ მიმართულებით ქართულ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ექსპერტებთან წინმსწრებად, მუდმივად მიმდინარეობს კონსულტაციები.

„ჩვენთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სრულად შენარჩუნება. იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს ამასთან მიმართებაში და რაიმე კითხვა არ იყოს პასუხგაუცემელი ქართული მხარის მხრიდან, ჩვენ მუდმივად, წინმსწრებად, პრევენციულად ვართ კონსულტაციის რეჟიმში. დღეს ევროკავშირის ექსპერტებს შევხვდით იმისთვის, რომ მუდმივი დიალოგის პროცესში ვიყოთ ჩვენი კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ არ განგვიხილავს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება არ შეჩერების საკითხი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, შეხვედრის კომენტირებისას, უვიზო მიმოსვლის საკითხებთან დაკავშირებით ევროპელ პარტნიორებთან მიმდინარე კონსულტაციების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი მოქალაქეები ორ წელზე მეტია, რაც სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით შენგენის სივრცეში. ეს არის ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც გვაახლოებს ევროპასთან. ჩვენ ამ მონაპოვარს, ბუნებრივია, რომ ვუფრთხილდებით. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ მიდის ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესრულება და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას.
დღევანდელი შეხვედრაც, სწორედ ამ საკითხების განხილვას ეხებოდა. ჩვენ შევაჯამეთ და განვიხილეთ ის ცვლილებებიც, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე ხნის წინ მიიღო იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციას კუთხით რაიმე პრობლემა არ დამდგარიყო ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა