logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ კიდევ ერთი რეზოლუცია დარეგისტრირდა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ კიდევ ერთი რეზოლუცია დარეგისტრირდა
15:13 03.07.2019
სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს- საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

ასამბლეის ძირითად სამუშაო თემას წარმოადგენს „უსაფრთხოების განმტკიცება მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზით“.

სოფიო ქაცარავა ასამბლეაზე წარადგენს რეზოლუციის პროექტს: “უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში“, რომელშიც ასახულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მძიმე ვითარება, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის: “რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ გათვალისწინებულ დამნაშავე პირებთან მიმართებაში სამართლის აღსრულების ხელშეწყობა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაცია და არაადამიანური მოპყრობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეული დაბრუნება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმის დაშვების აუცილებლობა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ხელშეწყობა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის და ინიციატივის: “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მტკიცე მხარდაჭერა.


„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩვენი ხმა ყოველთვის სათანადოდ ისმის. ამჯერად ჩვენ კვლავ წარვადგენთ რეზოლუციის პროექტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ასევე გამოვიყენებ ასამბლეის ყველა ფორმატს, რომ დავაყენო საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის გადასასვლელზე შეზღუდვების დაწესების საკითხი, რომლის შესახებაც მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, გამოიჩინოს კონსტრუქციულობა და შეწყვიტოს ისეთი ქმედებები, რაც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას".- სოფიო ქაცარავა.

ასამბლეის ფორმატში დელეგაცია ასევე გამართავს 100 წლის პარლამენტარიზმისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომლის მომხსენებლებიც არიან დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, ეუთოს-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი დორის ბარნეტი და ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მარკ პრიჩარდი.

ეუთოს-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში საქართველოს პარლამენტიდან ასევე მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია და ზურაბ ჭიაბერაშვილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა