logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შესაძლო შეჩერების შესახებ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან არ მიგვიღია
ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შესაძლო შეჩერების შესახებ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან არ მიგვიღია
14:31 03.07.2019
რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტის დროს განვითარებულ მოვლენებზე, რუსეთის საპასუხო „სადამსჯელო ღონისძიებებსა“ და მოსკოვთან ურთიერთობებში ამ ეტაპზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

- რა მდგომარეობაშია დღეისათვის ქართულ-რუსული ურთიერთობები და რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში?

- ისედაც რთული ქართულ-რუსული ურთიერთობები ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩდა. მოგეხსენებათ, რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება 8 ივლისიდან ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ. ეს ქართულ კომპანიებსაც შეეხება. გასულ წელს ორმხრივი ავიამიმოსვლით მილიონ 127 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, რაც მნიშვნელოვანი რაოდენობაა. მიმდინარე წლის 4 თვის მანძილზე ამ მიმართულებით 51%-იანი ზრდა გვქონდა. რუსეთსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს შორის მიმდინარე წელს 152 რეისი ფუნქციონირებდა. მას შემდეგ, რაც 2012 წელს პრაღაში დავიწყეთ ქართულ-რუსული დიალოგი, ბევრი ენერგია და მონდომება მოვანდომეთ სატრანსპორტო ურთიერთობების, კერძოდ, საავიაციო მიმოსვლის აღდგენასა და გაფართოებას. ამიტომ, პირადად ჩემთვის, ფრენების შეწყვეტა საკმაოდ უსიამოვნო ფაქტია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა, უპირველესად, მოხდეს ჩვენი მოქალაქეებისა და მეწარმეების ზარალის მინიმიზირება.

- ხომ არ არის რუსეთის მხრიდან საუბარი სავაჭრო ურთიერთობების შეჩერების შესახებ?

- ოფიციალური წყაროებიდან ასეთი ინფორმაცია არ მიგვიღია.

- საჰაერო მიმოსვლის შეჩერების მიზეზი მხოლოდ ის მოვლენებია, რაც 20 ივნისს განვითარდა საქართველოს პარლამენტში, თუ სხვა ფაქტორებსაც ხედავთ?

- ქართულ-რუსული ურთიერთობების პრობლემათა ფართო ანალიზი შორს წაგვიყვანდა. მე ამჯერად ორ მთავარ პრობლემას გამოვყოფ. პირველი მათგანი უთუოდ არის დაკავშირებული იმ „ვიზუალთან“, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე, ანუ ბატონი გავრილოვი სპიკერის სავარძელძელში. მოგეხსენებათ, ქართულმა მხარემ მიიღო მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება, გადადგა ბატონი ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვა დეპუტატის მანდატი. მე რამდენიმე ინტერვიუ მივეცი რუსულ მედიას და ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ სერგეი გავრილოვი კარგად იყო ინფორმირებული საქართველოში პოლიტიკური ვითარების ნიუანსებზე და ასეთი შეცდომა არ უნდა დაეშვა, ისევე როგორც ასამბლეის გენერალურ მდივანს ბერძენ ანდრეას მიხაილიდისს. ეს რუსეთთან ბოლო ხანს ურთიერთობის გართულების ის მიზეზია, რაც, ასე ვთქვათ, ზედაპირზე დევს და ყველამ ვიხილეთ. მაგრამ არის უფრო სიღრმისეული პრობლემაც.

- სანამ სხვა პრობლემას შევეხებით, თქვენ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი „ვიზუალი“ ახსენეთ. თუმცა, შემდგომ დაძაბული მოვლენები იმ სასტუმროსთან განვითარდა, სადაც რუსული დელეგაცია იყო განთავსებული...

- დიახ, პარლამენტში დაძაბულობას სწრაფად მოჰყვა საზოგადოების გულწრფელი მწვავე რეაქცია და მოვლენებმა ქუჩაში გადაინაცვლა, რითაც, სამწუხაროდ, შემდგომ დესტრუქციულმა ძალებმა ისარგებლეს. ის, რომ აეროპორტის მიმართულებით გამგზავრების წინ სასტუმროსთან რუსი დეპუტატების მიმართ გარკვეული პირების ქცევაში გამოჩნდა ძალადობის ელემენტები, ეს არანაირად ჩვენს ტრადიციებს თუ ქცევის ნორმას არ შეესაბამება. ეს მიუღებელი იყო.

- თქვენ 20 ივნისის მოვლენების უფრო სიღრმისელი მიზეზი ახსენეთ. რა გქონდა მხედველობაში?

- ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ბევრი პრობლემა დაგროვდა, უმთავრესად ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით დაგვერწმუნებინა რუსული მხარე, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენისა და განვითარების კვალდაკვალ აუცილებელი იყო გარკვეული პროგრესი კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაც ეტაპზე ჩიხში მოქცეული პოლიტიკური ურთიერთობები აუცილებლად იმოქმედებდა სავაჭრო კავშირების განვითარებაზეც. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ახლა ვითარების შეცვლას ორივე მხარის მონდომება დასჭირდება.

- გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვში განიხილებოდა საკითხი ივლისის თვიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. შეგიძლიათ ეს დაგვიდასტუროთ?

- ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ განცხადებები იმის შესახებ, რომ აპირებდნენ სავიზო რეჟიმის მოხსნას, რაც შემდგომ არ მომხდარა. შესაძლებელია ამჯერად მართლაც გეგმავდნენ ამის გაკეთებას. თუმცა, მე ასეთი ინფორმაცია პრაღაში რუსეთის მხრიდან არ მიმიღია.

- დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გრიგორი კარასინი რუსეთის ფედერაციის საბჭოში გააგრძელებს საქმიანობას. ამ შემთხვევაში რა ელის ე. წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატს?

- საუბარია ქართულ-რუსული დიალოგისა და კომუნიკაციის ფორმატზე, რომელსაც ხან პრაღის შეხვედრებს უწოდებენ, ხან აბაშიძე-კარასინის ფორმატს. რა თქმა უნდა, ეს კერძო პირების დიალოგი არ არის. საუბარია ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციაზე იმ პირობებში, როდესაც გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები და არ გვაქვს სრულყოფილი დიპლომატიური წარმომადგენლობები. კომუნიკაციის არხი უნდა შენარჩუნდეს. ამას გვირჩევენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. ის, თუ ვინ და როგორ აწარმოებს ამ დიალოგს, ეს სხვა საკითხია.

https://www.interpressnews.ge





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა