logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
მაია ცქიტიშვილი: მიზანმიმართულად იყო პარლამენტის შენობაში შეჭრისა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მოწოდებები
მაია ცქიტიშვილი: მიზანმიმართულად იყო პარლამენტის შენობაში შეჭრისა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მოწოდებები
13:41 03.07.2019
"20-21 ივნისის მოვლენების განვითარება მძიმე საყურებელი იყო", - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ ეთერში, გადაცემაში ,,პირისპირ“ განაცხადა.

"გასაგებია, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, უახლესი წარსული ფონზე, ადამიანებისთვის ძალიან მტკივნეული, მეტიც შეურაცხმყოფელი იყო რუსი პოლიტიკოსის ხილვა პარლამენტის თავმჯომარის სავარძელში. ამას წუთებშივე მოჰყვა რეაგირება და საკითხი ამოიწურა, მაგრამ ის რაც მოხდა შემდეგ, იყო აბსოლუტურად მიუღებელი. ასამბლეა შეწყდა, გავრილოვი ტოვებდა საქართველოს და მიუხედავად ამისა, მას რადიკალებმა, რომლებიც სწორედ პოლიტიკოსების მიერ იყვნენ მართულნი, ბოთლები დაუშინეს. ეს იყო რეალურად საშიში პროვოკაცია, რომელსაც ძალიან მძაფრი და ბევრად მძიმე შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა“,- თქვა ვიცეპრემიერმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალებმა და დესტრუქციულმა ძალებმა ისარგებლეს.

"თუკი 20 ივნისის საღამოს, პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების გულწრფელი პატრიოტული გრძნობების გამოყენება სცადეს რადიკალებმა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დაბრუნებისთვის, ახლა მათი მთავარი ინტერესი ქვეყნისა და მოსახლეობის ეკონომიკური დაზარალებაა, მათი ამოცანაა შემცირდეს ტურისტების ნაკადი, დაეცეს ლარის კურსი, გაღარიბდეს მოსახლეობა, რათა უფრო ადვილად მართო მერე მათი აგრესია და უკვე ამ ფონზე სცადონ პოლიტიკური რევანში“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცეპრემიერის თქმით, მშვიდობიანი აქციის გამოყენება სცადა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც 2012 წლის შემდეგ მუდმივად რადიკალურ და რევოლუციურ სცენარზე საუბრობს და ამ სცენარის განხორციელებას გეგმავს იქ, სადაც ამის საშუალება მიეცემა.

"მშვიდობიანი აქცია გამოიყენეს და მიზანმიმართულად იყო პარლამენტის შენობაში შეჭრისა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მოწოდებები. პარლამენტი არ არის უბრალოდ შენობა, ის არის ინსტიტუცია, რომელიც სხვა უწყებებთნ ერთად უზრუნველყოფს სტაბილურობას და კონსტიტუციურ წესრიგს ქვეყანაში,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ოკუპაციის თემა ქვეყნის მთავარი საზრუნავია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უპირველესი პრიორიტეტია, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რისთვისაც არაერთი საერთაშორისო ფორმატი და ტრიბუნა არსებობს.

"მიუღებელია რადიკალური პოლიტიკური ძალების მცდელობა ჩაშალოს არამარტო მშვიდობიანი დიპლომატიური პროცესები, არამედ დააზიანოს ხალხთაშორის ურთიერთობები, რეალურად კი სახალხო დიპლომატია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა