logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
გია ვოლსკი: ჩვენ უზნეო ოპონენტთან გვაქვს ურთიერთობა; ჰგონიათ, წვერს თუ მოუშვებს მიშა მშვილდაძე, ვერ მივხვდებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიჰყავს თემა
გია ვოლსკი: ჩვენ უზნეო ოპონენტთან გვაქვს ურთიერთობა; ჰგონიათ, წვერს თუ მოუშვებს მიშა მშვილდაძე, ვერ მივხვდებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიჰყავს თემა
13:21 03.07.2019
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, 20 ივნისის აქციაზე ძალის გადაჭარბებას ადგილი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა სისტემური დანაშაული ეს ნამდვილად არ ყოფილა.
„გადაცდომები და ძალის გადაჭარბება რეალური ოყო ჩვენ რაც დავინახეთ, მაგრამ სისტემური დანაშაულების დონეზე არასდროს არც ავალთ, ვერც ავალთ რომ გვინდოდეს ამ დონის და ამ ხარისხის დანაშაულებებზე რაც ჰქონდა, რაც ჩვენ თვალწინ ვითარდებოდა.

არჩევნების წინ 14 მილიონი ერთეული ნარკოტიკული საშუალების, ნარკოტიკული დოზის შემცველი მედიკამენტი შემოვიდა აფთიაქებში და კონკრეტული კომპანიები ვიცით, რომელმაც შემოიტანა. ეს არ ეხება დღეს ბაზარზე არსებულ მსხვილ კომპანიებს...

14 მილიონი და მოთხოვნაა 5 ათასი. ამ თემას რომ გამოტოვებ ერთხელ, რომ არ მოთხოვ პასუხს, შემდეგ რომ არ მოთხოვ პასუხს და ანგარიშს გაუწევ გინდა პარტნიორებს, გინდა საერთაშორისო ვითარებას, გინდა ადამიანებს შორის დაპირისპირების პრევენციას რომ მოახდენ რეალურად მიიღებ სიტუაციას, რასაც დღევანდელი სიტუაციის შეფასების აუცილებლობა ჰქვია, აუცილებლობა შეფასების, მე არ ვამბობ საბოლოო ვერდიქტს, მაგრამ საზოგადოება მე ესე მგონია მაინც და დიდი იმედი მაქვს და ამის ზუსტი ინდიკატორებიც გამოჩნდა, რომ მაინც ჯანსაღად შეაფასა და გაცილებით უფრო წინ არის პოლიტიკურ პარტიებზე თავის კულტურით და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობით, ვიდრე თუნდაც „ნაციონალური მოძრაობა“.

უზნეობასთან დაკავშირებით ვთქვი, პოლიტიკურ უზნეობათან დაკავშირებით და ერთი მომაგონდა კოჰაბიტაციასთან დაკავშირებით, ჩვენ კი ვუჭერდით მხარს რასაკვირველია, მაგრამ დამოუკიდებელი კანდიდატი იყო მარგველაშვილი პრეზიდენტად, მთავარი ლოზუნგი ჰქონდა, რომ დასრულდეს კოჰაბიტაცია და ხალხმა ამას დაუჭირა მხარი. მე მინდა 2012 წელი შეგახსენოთ, როდესაც თანაარსებობის აუცილებლობა შედგა იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი იყო, როცა ადგილობრივი თვითმმართველობა მთლიანად „ნაციონალების“ იყო, სასმართლოები, აუდიტის სამსახური, ეროვნული ბანკი ყველაფერი, აქედან გამომდინარე ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა ჩვენი საზოგადოებისთვის სტაბილური ქვეყნის შესანარჩუნებლად იყო აუცილებელი, და დღეს მოვედით იმ ვითარებამდე, როდესაც პასუხი უნდა მოეთხოვოთ ყველას, ვინც პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა, ეს სწორედ ის პარტიებია, რომლებმაც დაინახეს რომ სწორი ნაბიჯები როცა გადაიდგმება, ეს მოთხოვნა დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას და სხვა მოთხოვნები დააყენო. ანუ დესტაბალიზაცია ეს არის ამ პარტიების მთავარი ამოცანა. რასაკვირველია, ამას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა დადგება საფრთხის წინაშე და მე დღეს ვგრძნობ, ვხედავ და ვფიქრობ, არ ვიცი ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან თუ არა, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთ პლატფორმაზე დგანან. ინდიკატორი არის ის, რასაც ქვია თუნდაც პასუხისმგებლობის აღება სტაბილურობაზე. პროპორციულ არჩევნებზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, რადგან სწორედ ეს არის ინდიკატორი , მე პირადად ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, რომ 2020 წელში ეს ყოფილიყო, იმიტომ რომ დამოკიდებულება, ურთიერთობა პარტიებს შორის ისეთი მწვავეა, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობა აიღონ ან კოალიციური პასუხისმგებლობა აიღონ სხვადასხვა პარტიებმა ამ ქვეყანაზე. დღეს ვხედავ, რომ დიდი პერსპექტივა არსებობს იმისა, რომ კიდევ წყალს აამღვრევენ ჩვენი ე.წ. ოპონენტები და ვფიქრობდი, რომ 2024 წელს უფრო შესაძლებელი იყო, რომ მომავალ თაობას გადაეწყვიტა ეს თემა, რეალურად ჩვენ თუ ამაზე წავედით, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოების სხვადასხვა ნაწილებს, დიდს, პატარას, უფრო მცირეს , უფრო მძლავრს, ერთმანეთში არ ქონდეთ ის დაპირისპირება რაც პოლიტიკურ ოლიმპზე, თუ ზედაპირზე არსებობს, ეს არის ჩვენი ერთადერთი მიზანი და სწორედ ეს შევთავაზეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა რთული იყოს.

ეხლა რომ გრძელდება ეს აქციები, ამათ გონიათ, რომ წვერს თუ მოუშვებს მიშა მშვილდაძე, ვერ მივხვდებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიჰყავს თემა. ამათ გონიათ რომ თუ შიმშილობს ადამიანი, არვიცით, რომ ის ყოფილი პროკურორი რა დანაშაულებს ჩადიოდა ის ადამიანი. ბექა ბასილაიაზეც ვამბობ მათ შორის. ასე რომ ეს არის დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელთან მიმართებაში ეს ლაპარაკი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში როგორც ჩანს არ გამოდის. პასუხისმგებლობას არავინ იღებს თავის თავზე. ეს არის პოლიტიკური არსებები ჩამოყალიბებული მხოლოდ იმისათვის, რათა აღასრულონ სააკაშვილის ამოცანა 2013 წლის ბოლოდან.

ერთი ეპიზოდი მაგონდება. ბორჯომში ცეცხლს აქრობდნენ, როგორც მახსოვს და ბრიგადა იყო გაგზავნილი ერთ-ერთი ტელევიზიიდან. ცეცხლი უნდა გადაეღოთ და ცეცხლი ჩაქრა და ბილწი სიტყვები გაეპარათ ეთერში და ბილწი სიტყვებით ამბობს, რომ ცეცხლი ჩაქრა და რა ცუდია. ბილწი სიტყვებით აფასებს ამ მდგომარეობას, რომ ცეცხლი ჩაქრა. ეს არს მთელი არსი იმ პოლიტიკური გუნდის, რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. ეხლა რა ვქნათ, თქვენ მეკითხებით, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. მე მიანც მგონია, რომ საზოგადოება მაინც გადამწყვეტია, მე ესე მგონია, რომ ადამიანები ვინც გულწრფელად ითხოვენ აი ამ საკითხებზე რეაგირებას, ისინი უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ არ მოხდება ამ საკითხების უყურადღებოდ დატოვება. ისინი უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ ადამიანები ვინც დაშავდნენ იმათზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას. ადამიანები ვინც დაშავდნენ 2011 წელს, 26 მაისს , არათუ სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, არამედ მიწაში ჩადება მოინდომა და ბევრიც ჩადო კიდევაც . ეს განსხვავება უნდა დაინახოს საზოგადოებამ და გააკეთოს შესაბამისი დასკვნები“- განაცხადა ვოლსკიმ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა