logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: გიორგი გახარიამ და პოლიციამ უარი უთხრა ძალადობრივ სცენარს და შსს მინისტრმა შეასრულა ის მოლოდინი, რომელიც სახელმწიფოს და მოქალაქეებს ჰქონდათ
არჩილ თალაკვაძე: გიორგი გახარიამ და პოლიციამ უარი უთხრა ძალადობრივ სცენარს და შსს მინისტრმა შეასრულა ის მოლოდინი, რომელიც სახელმწიფოს და მოქალაქეებს ჰქონდათ
01:05 03.07.2019
„როგორ ფიქრობთ, რომელიმე ბიზნესმენს, ან რომელიმე დედას ან სტუდენტს უნდა თუ არა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ოპოზიციის ან ოპოზიციურად განწყობილ მცირე ჯგუფს აქვს შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია გამოიყენოს აგრესიული სცენარისთვის და სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს?“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ბევრად მეტი შეკითხვა დაისმებოდა, მინისტრს და სამინისტროს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა რომ არ შეესრულებინათ.


„მათი მოვალეობა არის, რომ სახელმწიფო წესრიგი, კონსტიტუციური ინსტიტუტები დაიცვან ძალადობრივი სცენარებისგან, დაიცვან შემოტევისგან და დაიცვან ქვეყანა არეულობისგან, რომლის რეალური მცდელობაც ჩვენ იქ დავინახეთ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, სახელმწიფომ მშვიდობიანი მანიფესტაციისა და შეკრების უფლება დაიცვა და პოლიციამ ძალადობრივ სცენარს უარი უთხრა.


„როდესაც მშვიდობიანი მანიფესტაცია შეიკრიბა რუსთაველზე, ამ დროს საზოგადოების მოლოდინები იყო ის, რომ სახელმწიფო იცავს მშვიდობიანი მანიფესტაციის და შეკრების უფლებას და ეს უფლება იყო დაცული. მეტსაც გეტყვით - როდესაც დაიწყო ძალადობა და შეტევა, პოლიცია თითქმის ორი საათის განმავლობაში, იყო თმენის რეჟიმში, როდესაც მასზე ძალადობას ახორციელებდა ის მცირე ჯგუფი, რომელმაც სცადა ამ აქციის გამოყენება თავისი ძალადობრივი სცენარისთვის. გინდათ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება? სადაც ბიზნესმენებს უნდათ თუ არა ისეთ სახელმწიფოში ინვესტიციების ჩადება, სადაც კონკრეტულ სახელებს და გვარებს, ვისაც აქვთ დესტრუქციული დღის წესრიგი, ვინც ჯერ კიდევ შუალედურ არჩევნებში ქადაგებდნენ და მოუწოდებდნენ სახელმწიფოს ძალადობრივი ცვლილებებისკენ. ვინმეს უნდა ასეთ სახელმწიფოში ბიზნესის კეთება, ინვესტიციების ჩადება, ან შვილებმა რომ ისწავლონ ან სახლი რომ ააშენონ? არ უნდათ. ეს ვინ უნდა უზრუნველყოს? შესაბამისად, შსს მინისტრმა და პოლიციამ უარი უთხრა ამ სცენარს და შსს მინისტრმა გააკეთა ზუსტად ის და შეასრულა ზუსტად ის მოლოდინი, რაც სახელმწიფოს და მოქალაქეებს ჰქონდათ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის