logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ბარიერის დატოვება ხელს აძლევს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასა“  და მასთან იდეოლოგიურ გარიგებაში მყოფ  ჯგუფებს
არჩილ თალაკვაძე: ბარიერის დატოვება ხელს აძლევს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან იდეოლოგიურ გარიგებაში მყოფ ჯგუფებს
09:52 02.07.2019
„თუ ჩვენ 2020 წელს, არჩევნებს ბარიერით ჩავატარებთ, მაშინ პოლიტიკურ პარტიები იძულებული იქნებიან, რომ ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გაფორმდნენ ბლოკში, ფურცელზე, თუ როგორც ისინი აკეთებენ და ასე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რას ნიშნავს ერთჯერადად, არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარება პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის.

„ნულოვანი ბარიერი 2020-ში, პროპორციული სისტემა ნიშნავს რას, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც აქვს შესაძლებლობა და ამბიცია, რომ დაარწმუნოს საზოგადოების ნაწილი მაინც თავისი პროგრამის უპირატესობაში, თავისი ლიდერების უპირატესობაში, რეალური შანსი უჩნდება, რომ თავისი წარმომადგენლობა უზრუნველყოს პარლამენტში და თუ ჩვენ ჩავატარებთ ახლა, 2020-ში ბარიერით ამ არჩევნებს მაშინ ამ პოლიტიკურ პარტიებს ეს შანსი არ ექნებათ რეალურად და ისინი იძულებული იქნებიან, რომ ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გაფორმდნენ ბლოკში, ფურცელზე თუ როგორც ისინი აკეთებენ და ასე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რაც მომავალში ნიშნავს, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარება და პოლიტიკური პარტიების განვითარება კიდევ გადავადდება დროში. ზუსტად ამისთვის არის მნიშვნელოვანი ნულ პროცენტიანი ბარიერი ერთჯერადად.

ყველა მოვა ერთ სასტარტო პირობებში არჩევნებზე, მიიღებს მონაწილეობას თანაბარ პირობებში ამ არჩევნებში და 2024 წლისთვის უკვე რეალურად, მათ ექნებათ 4 წელი, რომ თავისი პოლიტიკური ინფრასტრუქტურა ააწყონ და მოემზადონ ბარიერიანი პროპორციული არჩევნებისთვის, რომელიც არის ევროპული, მაგრამ ამ ვითარებაში, აქ, დღეს, ბარიერის დატოვება ხელს აძლევს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან იდეოლოგიურ გარიგებაში მყოფ დაჯგუფებებს, ჯგუფებს, იმიტომ, რომ მათ ამით ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ყველა სხვა პოლიტიკური პარტიები დატოვონ „ოფსაიდში“ და თვითონ ჰქონდეთ ექსკლუზივი ოპოზიციაში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა