logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: შს მინისტრმა თვითონ დააფიქსირა სწორი და დემოკრატიული პოზიციები, როდესაც მან საჯაროდ განაცხადა პასუხისმგებლობასა და  გამოძიებაზე
არჩილ თალაკვაძე: შს მინისტრმა თვითონ დააფიქსირა სწორი და დემოკრატიული პოზიციები, როდესაც მან საჯაროდ განაცხადა პასუხისმგებლობასა და გამოძიებაზე
09:38 02.07.2019
​„პარლამენტის რიგგარეშე სხდომა აუცილებლად გვექნება ივლისში და საკითხი, რომელსაც თქვენ აყენებთ, შეიძლება, გახდეს პოლიტიკური კონსულტაციების საგანი იმისთვის, რომ განვიხილოთ მისი იმ დღის წესრიგში შეტანის შესაძლებლობა“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატ სერგი კაპანაძის კითხვას, როდის განიხილავს პარლამენტი საპარლამენტო ფრაქციების - „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს - „გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის, ძალის გადამეტების ჩამდენი სამართალდამცველების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების და 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო პროტესტის დროს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების თაობაზე“.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიებით, პირველ რიგში, ხელისუფლებაა დაინტერესებული. მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია და დეტალურად მოხდება თითოეული იმ ფაქტის შეფასება, რაზეც არსებობს საჯარო ინტერესი.

„ოპოზიციის ამ ინიციატივას რომ შევეხოთ, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დემოკრატიას საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივებს დავუკეტოთ კარები. მათ აქვთ კონკრეტული უფლებამოსილებები მინიჭებული კანონმდებლობით და რეგლამენტით და შესაბამისად, ჩვენ აქ მივყვებით რეგლამენტს და რეგლამენტის თანახმად მოხდება ამ საკითხის განხილვაც“, - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და შს სამინისტრომ მოახდინა რეაგირება იმაზე, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის მეორე ნაწილში, გარკვეულმა ძალებმა პროცესების ძალადობრივი სცენარით განვითარება სცადეს და საკონსტიტუციო ინსტიტუტზე შეტევა მიიტანეს.

„ასეთ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტრო ვალდებული არის, იმოქმედოს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ამ მოვლენებს აქვს ორი შემადგენელი - ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილი და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღეთ და არ ვაპირებთ, რომ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვინმეს გადავაბრალოთ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“ და მმართველ გუნდს. მეორე ნაწილში, როდესაც საუბარია სამართლებრივ რეაგირებაზე და პასუხისმგებლობაზე, აქაც, როგორც ნახეთ, რეაგირება, სახელმწიფომ, პირველ რიგში, დაიწყო პასუხისმგებლობის თავის ნაწილში. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა თვითონ დააფიქსირა, ვფიქრობ, ძალიან სწორი და დემოკრატიული პოზიციები, როდესაც მან საჯაროდ განაცხადა პასუხისმგებლობაზეც, გამოძიებაზეც და შეფასება გააკეთა იმ ნაწილზე, რომელიც მისი კომპეტენცია იყო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რიგგარეშე სხდომის თარიღი და დღის წესრიგი კონსულტაციების შედეგად, კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა გადაწყდეს.

„მინისტრმა თავადაც გამოთქვა სურვილი, რომ მიეცეს შესაძლებლობა, ან შეთანხმდეს ფორმატი, სადაც ამ საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობა იქნება. ამიტომ, როდესაც ყველა მხრიდან არის ეს პოზიციები დაფიქსირებული, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სათანადო ფორმატზე და დროზე შევთანხმდებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა