logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: მინდა გადავუხადო ბატონ გახარიას, ასევე პოლიციელებს, რომლებმაც უზრუნველყვეს ქვეყნაში მართლწესრიგის შენარჩუნება
ლევან დავითაშვილი: მინდა გადავუხადო ბატონ გახარიას, ასევე პოლიციელებს, რომლებმაც უზრუნველყვეს ქვეყნაში მართლწესრიგის შენარჩუნება
21:16 28.06.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არსებულ პროცესებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციელებს, ქვეყანაში მართლწესრიგის შენარჩუნებისთვის.

„მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი გახარიას, ასევე პოლიციელებს, რომლებმაც უზრუნველყვეს ქვეყნაში მართლწესრიგის შენარჩუნება; ქვეყანა იხსნეს სახელმწიფო გადატრიალებისგან; ქვეყანა არ მოექცა ქაოსში და განვითრების იმ პოტენციალს, რომელიც გვაქვს, ვინარჩუნებთ. არეულობა და ამ არეულობით გამოწვეული მძიმე პრობლემები არაერთ თაობას არაერთხელ აქვს გამოცდილი. ვფიქრობ, რომ აქ საღი აზრი არის ერთ მხარეს - ქვეყანაში უნდა შევინარჩუნოთ წესრიგი; ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების ტემპი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შევქმენით. წესრიგი და სტაბილურობა არის წინაპირობა ეკონომიკის განვითარების და უკავშირდება ნებისმიერ სექტორს, ნებისმიერ მიმართულებას. გიორგი გახარიამ მოახერხა ქვეყანაში სტაბილურობა შეენარჩუნებინა, რაც ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქართული ღვინის ექსპორტზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება ღვინის სექტორს, ის ეკონომიკის ერთ-ერთ დარგია. ზოგადად, სასოფლო- სამეურნეო სექტორი, რომელიც ასაქმებს ქვეყანაში მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს, არის შემოსავლის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო ბევრი მოქალაქისთვის. ამიტომ, თითოეულ ხელისუფალს, მათ შორის, მთავრობის წევრს და განსაკუთრებით ჩემს პოზიციაზე მყოფ ადამიანს, დიდი პასუხისმგებლობა აქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ.

ღვინის სექტორი საკმაოდ დიდია. ის არის მზარდი და მასში რამდენიმე ათასი ადამიანი ჩართული. ჩვენ მივიღეთ მიმართვა ღვინის მწარმოებლებისგან, ეს არის ორი მსხვილი გაერთიანება: ღვინის მწარმოებელთა ასოციაცია და ღვინის მწარმოებელთა გილდია, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ უზრუნველყონ პრაგმატული პოლიტიკის პირობებში სტაბილურობა და სექტორის განვითარების შესაძლებლობები. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი სექტორის მხრიდან. ჩვენი პოზიციაა, რომ გვქონდეს მკაფიო კომუნიკაცია ყველა ბაზარზე, ყველა პარტნიორთან, რათა ქართული ღვინის პოზიციები დავიცვათ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ქართული ღვინო საუკეთესოა ხარისხის კუთხით და გამორჩეულია. აქ შეფასებებში მოკრძალებული ნამდვილად არ და ვერ ვიქნები. რაც შეეხება კითხვებს, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, მათ შორის, სანიტარული სამსახურების მხრიდან, ამას უნდა გაეცეს კომპეტენტური პასუხები და იმედი მაქვს, ამ კომუნიკაციის საშულება მიეცემა ჩვენ შესაბამის უწყებებს - ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომლებიც ხარისხის კონტროლზე არიან პასუხისმგებელი.

ღვინოსთან დაკავშირებით არსებობს მოთხოვნები, დამატებითი შემოწმებები ქართული ღვინის მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, რთულ მდოგმარეობაში აყენებს მეღვინეებს. ის არასტაბილური ფონი, რომელიც ქვეყანაში შეიძლებოდა შექმნილიყო, პირდაპირ აისახებოდა ამ სექტორზე, იმ მრავალ ათას მევენახეზე, რომლებიც ამ დარგში არიან ჩართულნი. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, სახელმწიფო სტაბილურობის უზრუნველყოფა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თითოეული სექტორის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო სექტორის, რომელიც ეკონომიკის სტაბილური განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ კუთხით, შევეცდებით მაქსიმუმს, რომ გვქონდეს პრაგმატული, სწორი, კომპეტენტური და კომუნიკაციები უწყებებთან ექსპერტულ დონეზე. თქვენ მოისმენთ „როსპოტრებნადზორის" განცხადებას, სადაც აღნიშნული იყო, რომ საკმაოდ მაღალი შეფასებები მიეცა საქართველოდან ექსპორტირებულ ხილს, ბოსტნეულს და ცოცხალ პროდუქციას, რომელიც გადის ფიტოსანიტარიული სტანდარტების დაცვით. იმედი მაქვს, „როსპოტრებნადზორის" მხრიდანაც იქნება ადეკვატური შეფასებები ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, კონკრეტულად ღვინოსთან დაკავშირებული ექსპორტი თანხობრივად ძალიან დიდი რიცხვია, დაახლოებით 100 მლნ დოლარზე მეტი.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სავაჭრო ურთიერთობები იმ მნიშვნელოვან ბაზრებთან, რომელიც ჩვენ გვაქვს არამხოლოდ აგროსასურსათო პროდუქციის, არამედ სხვა სავაჭრო პოზიციების მიმართულებით. ჩვენ გავაორმაგეთ გაყიდვები სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოს გაყიდვების გეოგრაფია გაიზარდა მრავალჯერ, 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის ქართული ღვინო. თუმცა, ბუნებრივ მოცემულობებში, თავისუფალი ბაზრის პირობებში, საქართველოდან ექსპორტი რუსეთის მიმართულებით იქნება მზარდი და ამას გააჩნია ობიექტური ფაქტორები, ისევე როგორც ტურიზმი საქართველოში არის მზარდი. გეოგრაფიული მდებარეობა და ასე შემდეგ განაპირობებს მეტ კომერციულ, სავაჭრო ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. ამიტომ, ეს არის მოცემულობა, ეს იქნება ძალიან რთული, დამაზიანებელი ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის, ისევე როგორც ტურიზმის სექტორში. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი პატარა მცირე საწარმოსთვის, სასტუმროსთვის ეს არის დამაზიანებელი, მათ თავიანთი ინტერესები გააჩნიათ. ისინი სახელმწიფოს სთხოვენ, რომ სწორი პოლიტიკა აწარმოონ. ასევეა, ღვინის სექტორში, სადაც ჩვენ კონცენტრაცია არ გვაქვს ისეთი მაღალი, ჩვენთან საკმაოდ გაიზარდა მწარმოებელთა რაოდენობა, რამდენიმე ასეულია, ბევრი საშუალო და მცირე მეწარმე გვყავს და მათ უკან, კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანია ჩართული. ამიტომ, პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც გადის სწორ კომუნიკაციაზე ჩვენი მხრიდან არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ხორბლის მარაგებსა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხზეც ისაუბრა.
„არსებობს ხორბლის იმპორტის ალტერნატიული მარშრუტები, მათ შორის, სარკინიგზო გადაზიდვებით. ეს არის როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე საზღვაო გზით, რაც ჩვენი ქვეყნის მომარაგების ტრადიციული გზა იყო. სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციების მიხედვით ვაკეთებთ მონიტორინგს ქვეყანაში არსებული მარაგების შესახებ. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ქვეყანაში საკმარისი მარაგებია ხორბლის და ალტერნატიული წყაროებიც მონახვადია. ამ სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულია ასობით და ათასობით ადამიანი, რომლებიც, რა თქმა უნდა, დაკარგავენ თავის შემოსავალს, ან მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. მე მესმის მეხორბლეთა პოზიციები, მეხორბლეთა მიმართვა, რომ ჩვენ გარკვეული პასუხისმგებლობები გვაკისრია და ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული. შესაბამისად, სახელმწიფოს თითოეულმა მოხელემ, მთავრობის თითოეულმა წარმომადგენელმა, მნიშვნელოვანია, რომ პრაგმატულად, საღად და სწორად წარმართოს კომუნიკაციების პროცესი ასეთ რთულ ვითარებაში, რომელიც ფაქტობრივად გამოწვეულია ძალიან ბევრი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მიერ”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა