logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ეს არ არის გიორგი გახარიას ოპერაცია - ეს არის საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტის ერთადერთი სწორი რეაგირება
ივანე მაჭავარიანი: ეს არ არის გიორგი გახარიას ოპერაცია - ეს არის საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტის ერთადერთი სწორი რეაგირება
18:36 28.06.2019
„ეს არ არის გიორგი გახარიას ოპერაცია - ეს არის საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტის ერთადერთი სწორი რეაგირება იმ დროისათვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

მისი განცხადებით, რუს დეპუტატთან დაკავშირებული ინციდენტის განეიტრალება, პრაქტიკულად, რამდენიმე წუთში მოხდა.

„25-მდე ქვეყანა იყო, მათ შორის, ჩვენი მეგობარი ქვეყნები და მეგობარი ქვეყნების დელეგატები გაგებით მოეკიდნენ ამ კონფერენციის ჩაშლას და მალევე დატოვეს დარბაზი. ეს საკმარისზე მეტი რეაქცია იყო, რაც შეიძლება პირველივე წუთებში მომხდარიყო. შესაბამისად, იმის საფუძველი, რომ პარლამენტი შტურმით აეღოთ არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, როდესაც სამსაათიანი შტურმის მერე, 30-ზე მეტი დაშავებულის მერე, გამოიყენეს ძალა და ახლა ამის შემდგომ, რასაკვირველია, შეიძლება საუბარი ამ ძალის გამოყენების პროპორციულობაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობას არა მხოლოდ გიორგი გახარია, არამედ მინისტრთა კაბინეტის არც ერთი წევრი არ გაურბის.

„მინდა გითხრათ, რომ პასუხისმგებლობისგან არგაქცევა ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე, სანამ გამოძიება არ დასრულდება, სანამ არ გავიგებთ ძალის გამოყენება რა პროპორციულობით და რა დოზით მოხდა, რა მასშტაბის იყო ეს - სისტემური იყო თუ არა, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ კონკრეტული პირებისა და მათ შორის, მინისტრის პასუხიმგებლობაზე. სანამ ეს არ მოხდება, რასაკვირველია, ამ ეტაპზე გადადგომა ნიშნავს, რომ საერთოდ არასწორად მოიქცა პოლიცია, არასწორად მოიქცა უსაფრთხოების სამსახური და ერთი რამე მინდა გითხრათ - ჩვენი ამბავი რომ ვიცი, არ შევეშვებით ჩვენ პარლამენტის შენობის შტურმს და არ გვინდა რომ დაგვიცვას პოლიციამ? არასდროს არ დაიცვას? ეს არის საზოგადოების დაკვეთა?“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა