logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: პრაქტიკულად ეს არის შინა პატიმრობა, ნიკა მელიას პროკურორის ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლა არ შეეძლება
მამუკა მდინარაძე: პრაქტიკულად ეს არის შინა პატიმრობა, ნიკა მელიას პროკურორის ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლა არ შეეძლება
17:17 27.06.2019
პრაქტიკულად ეს არის შინა პატიმრობა, ნიკა მელიას პროკურორის ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლა არ შეეძლება,-ეს განცხადება მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, სასამართლომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენა , არჩია რომ ნიკა მელია არ გავიდეს სახლიდან, თუ პროკურორი და გამომძიებელი ამის უფლებას არ დართვას.

,, შინაპატიმრობა , როგორც ასეთი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აღარ არსებობს, მაგრამ შინა პატიმრობის მიზნებიდან გამომდინარე ეს იყო აღკვეთის ღონისძიება, რომელთაც თავისი პოზიტიური შედეგები გამოძიების ინტერესებთან მიმართებაში ჰქონდა. როდესაც გაუქმდა შინაპატიმრობა, ამ დროს იყო საუბარი იმაზე , რომ უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც მსგავს მიზნებთან დაკავშირებით იქნება რელევანტური , ანუ საუბარია იმაზე, რომ შინა პატიმრობა როგორც ასეთი არ არსებობს , მაგრამ გირაოს შეფარდებით სასამართლოს აქვს საშუალება დაუწესოს ქცევის ისეთი წესები , რომელიც მსგავსი არის შინაპატიმრობის - შეუზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და ეს საშულება ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის ნებართვას პროცესის მწარმოებელი ორგანო მისცემს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნიკა მელიას არ შეეძლება სახლიდან გასვლა თუ ამის ნებას არ დართავს პროკურორი ანუ პრაქტიკულად ეს არის შინა პატიმრობა, თუმცა ასეთის აღმკვეთი ღონისძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ არსებობს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც ფრაქცია ,, ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, სასამართლო თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში და ჩვენ მივიღეთ სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელმაც დაამტკიცა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო თავისუფალია.

,,გუშინ ჩვენ ვამბობდით და აღვნიშნავდით, ეს იყო თანხმობა, შუამდგომლობით მიემართა საქართველოს პროკურატურას სასამართლოსათვის. ჩვენ ამის თანხმობა გავეცით. საქართველოს პარლამენტი არავის არ იჭერს. ვერასდროს ვერავის დაიჭერს და არ დაიჭერს და პატიმრობას ვერ შეუფარდებს. ამასაც ხაზგასმით ვიმეორებდით - ეს არის სასამართლოს საქმე და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ისე როგორც გადაწყვიტა ამ შემთხვევაში და სხვა შემთხვევაში გადაწყვეტს. ის არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელმაც დაამტკიცა რომ ამ ქვეყანაში სასამართლო თავისუფალია. იმაშიც ხომ დავრწმუნდით რომ თურმე პატიმრობას არ ითვალისწინებდა ჩვენი ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გამოვიტანეთ, რაზეც მთელი დღე სპეკულაციები მიდიოდა.

ისინი იყვნენ მოწოდებული რომ უნდა მოეტყუებინათ ქართული საზოგადოება, მაგრამ დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა მოუხსნა იმუნიტეტი, ანუ მისცა საქართველოს მთავარ პროკურატურას იმის საშუალება რომ მიემართა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოსათვის - ეს აპრიორში არ ნიშნავდა პატიმრობას“,- განაცხადა მდინარაძემ
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა