ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოეხსნა
ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოეხსნა
19:18 26.06.2019
პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.

საპარლამენტო უმრავლესობამ, სესიაზე მიიღო გადაწყვეტილება დაეთანხმოს გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიასათვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ სესიაზე ნიკა მელია მარტო, თანაპარტიელების გარეშე იმყოფებოდა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა სასესიო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ბეჭდვა