logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ჩვენთვის ეროვნული ინტერესები ყველაზე მაღლა დგას
მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ჩვენთვის ეროვნული ინტერესები ყველაზე მაღლა დგას
23:35 24.06.2019
ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ჩვენთვის ეროვნული ინტერესები დგას ყველაზე მაღლა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რუსული მხარის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე ჟურნალისტის საპასუხოდ, ტელეკომპანია „იმედში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი.
„ქართული ოცნების“ 7 წელი ხელისუფლებაში იმის დასტურია, რომ ჩვენ ყოველთვის ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ნებისმიერ საქმეში. ამ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ნაწილია ის, რომ ჩვენ საქართველოს არ გავხდით აგრესიული დღის წესრიგის მძევლად. გინდ შიდა პოლიტიკაზე ვსაუბრობდეთ, გინდ საგარეო პოლიტიკაზე. მე მინდა გამოვეხმაურო იმ ე.წ ოფიციალურ მიზეზებს, რომელიც იქნა მოყვანილი. ბოლო დღეების განმავლობაში მქონდა რამდენიმე თათბირი სამართალდამცველებთან და მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას - საქართველო ევროპაში არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა და როდესაც თბილისზე ვსაუბრობთ, ის ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქია მთელს ევროპაში. ეს ძალიან კარგად იციან უცხოელმა ტურისტებმა. აქედან გამომდინარე ამ ყველაფერს ობიექტური საფუძველი არ გააჩნია. ტურიზმის სექტორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტურიზმის განვითარებისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით და ბუნებრივია, გადავდგამთ უფრო ინტენსიურ ნაბიჯებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე და კონსულტაციები ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ქართულ ღვინოს, ჩვენ გვაქვს ღვინის შემოწმების უმაღლესი სტანდარტები და გამოთქმულ ეჭვებს საზოგადოება თავად გასცემს პასუხს, რომ ამას საერთო რეალობასთან არაფერი აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს კერძო სექტორთან კოორდინაცია. დღეს ეკონომიკის სამინისტროში იყო შეხვედრა ჩვენს ტურისტულ კომპანიებთან, ვინაიდან, ასეთ ვითარებაში კერძო სექტორის ხმა, მათი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს. ჩვენ გვსურს ამ მოკლე ვადაში წარმოქმნილი პრობლემების და გამოწვევების მოგვარება, ამავდროულად, ჩვენ ვიხედებით წინ, ვაგრძელებთ ინტენსიურად ყველა ინიციატივის და რეფორმის გატარებას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კონკურენტუნარიანი. მსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერი მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს, სწორედ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ასეთ საკითხებს ასეთ დროს და ჩვენ სწორედ ასე მოვიქცევით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა