logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
პრემიერი: ვინც კონსტიტუციის დარღვევის გზით მიდის, მისი ადგილი პოლიტიკური დიალოგის მაგიდასთან არ არის, მას კანონი გასცემს პასუხს
პრემიერი: ვინც კონსტიტუციის დარღვევის გზით მიდის, მისი ადგილი პოლიტიკური დიალოგის მაგიდასთან არ არის, მას კანონი გასცემს პასუხს
23:18 24.06.2019
უპასუხისმგებლო და მოძალადე ჯგუფისთვის არანაირი ალტერნატივა არ არსებობს, მათთვის მიუღებელია არჩევნები, დემოკრატიული პროცესები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც არის იმის გარანტი, რომ საქართველოში ყოველთვის იქნება პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გაისმა პირდაპირი მოწოდებები სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრის შესახებ, რომელიც დემოკრატიას განასახიერებს.

„ის, რაც ხუთშაბათს ვნახეთ, იყო სრულიად მიუღებელი, რამაც გამოიწვია გულწრფელი და ობიექტური ვნებათაღელვა ჩვენს საზოგადოებაში. ეს იყო ძალიან მძიმე დასანახი და ამას მოჰყვა ძალიან მკვეთრი შეფასებები, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერების მხრიდან. შემდეგ ე.წ ასამბლეა შეწყდა და რუსულმა დელეგაციამაც დატოვა საქართველო. საღამოს ჩვენ ვიხილეთ საზოგადოების გულწრფელი პროტესტი, თუმცა, მოგვიანებით კიდევ ერთხელ დავინახეთ მცდელობა ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის მხრიდან, ეს გამოეყენებინათ პროვოკაციის მიზნით და იერიში მიეტანათ ჩვენს კონსტიტუციაზე. სხვა შეფასება ამას არ შეიძლება ჰქონდეს. ეს იყო მძიმე სანახავი. მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი მოწოდებები, რომ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში - სახელმწიფო ინსტიტუტში, რომელიც განასახიერებს ჩვენს დემოკრატიას. ბუნებრივია, ამას არავინ დაუშვებდა. ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა და შეაფასა. დღეს განვითარებული მოვლენებიც ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ დაზიანდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.

„ეს იყო ძალიან მძიმე წუთები ნებისმიერი ქართველისთვის. ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური შეფასება, რაც დღეს გავაკეთეთ. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც პატივს სცემს კონსტიტუციას. ვინც მიდის კონსტიტუციის დარღვევის გზით, მისი ადგილი პოლიტიკური დიალოგის მაგიდასთან არ არის, მას კანონი გასცემს პასუხს“, - აღნიშნა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა