logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: არავის არ მივცემთ შესაძლებლობას არაკონსტიტუციური გზებით რაიმე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში
არჩილ თალაკვაძე: არავის არ მივცემთ შესაძლებლობას არაკონსტიტუციური გზებით რაიმე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში
19:07 24.06.2019
„გრიგოლ ვაშაძე მარტო არ არის თავის პარტიაში, ჩვენ დაველოდებით სხვა ლიდერების შეფასებებს და კომენტარებსაც, თუმცა, თუ მთელი მისი პარტია იქნება ამ პოზიციაზე, საზოგადოება ამით კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ რეალურად, მათი დღის წესრიგი არა პროპორციული არჩევნები, არა სამართლიანი სასტარტო პირობები არჩევნებისთვის, არა ცვლილებები არჩევნებით და არა საზოგადოების მოთხოვნის პატივისცემა, არამედ მართლაც ყოფილა დესტაბილიზაცია, ცვლილებების მიღწევა არეულობის და დესტაბილიზაციის გზით - ამაზე ჩვენ, მმართველი გუნდი და საზოგადოება, ვართ აბსოლუტურად თანაბარ პოზიციაში“,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.


არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებების მიღწევა მხოლოდ დემოკრატიული გზითაა შესაძლებელი და მმართველი გუნდის დღევანდელმა გადაწყვეტილებამაც დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაზე დიდ ანგარიშს საზოგადოებას უწევს.


„არავის არ მივცემთ ამის შესაძლებლობას, სხვა არაკონსტიტუციური გზებით რაიმე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში. მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული გზით, დემოკრატიული პროცესებით არის ცვლილების მიღწევა შესაძლებელი და დღევანდელმა ჩვენმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ყველაზე დიდ ანგარიშს ვუწევთ საზოგადოებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თანამდებობა, პოლიტიკურ არჩევნებში რაიმე უპირატესობის ქონა ჩვენთვის ნამდვილად არ არის თვითმიზანი, არ არის გადამწყვეტი, ჩვენთვის მთავარია, საზოგადოების ნდობა იყოს მაღალი და გავუფრთხილდეთ ამ საზოგადობრივ ნდობას, როგორც მმართველი გუნდი, ვისაც ხალხმა მხარი დაუჭირა. მერწმუნეთ, რომ ჩვენ ამ ვალდებულებას, ამ პირობას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. თუ ამას გრიგოლ ვაშაძე ან რამდენიმე კოლეგა არ დაეთანხმება, ამაზე საზოგადოება გააკეთებს შეფასებებს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ რასაც თვეების განმავლობაში ითხოვდა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი, ითხოვდა ჩვენი საზოგადოება, თუნდაც, ბოლო მანიფესტაციების დროს, დღეს ჩვენგან ამაზე კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა