logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო დემოკრატიული გადაწყვეტილება, როდესაც პროპორციული არჩევნების შეთავაზება გააკეთა
არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო დემოკრატიული გადაწყვეტილება, როდესაც პროპორციული არჩევნების შეთავაზება გააკეთა
18:58 24.06.2019
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დღეს სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საზოგადოებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარება შესთავაზა.

აღნიშნული განცხადება უმრავლესობის ლიდერმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„დღეს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო აბსოლუტურად სწორი, დემოკრატიული გადაწყვეტილება, როდესაც პროპორციული არჩევნების შეთავაზება გააკეთა და გააკეთა ეს ნულოვანი ბარიერით.
მე მინდა, ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, რომელიც ჩვენივე ხელისუფლების ფარგლებში გაკეთდა და ჩვენს მიერ იყო ინიცირებული, ჩვენ მივიღეთ სწორედ გადაწყვეტილება საზოგადოების მხარდაჭერით, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო ქვეყანა. ჩვენ იქ გავაკეთეთ ჩანაწერი, რომ ეს უნდა მომხდარიყო 2024 წელს, ვინაიდან, მიგვაჩნდა, რომ საჭირო იყო გარკვეული დრო პოლიტიკური პარტიებისთვის, საზოგადოებისთვის, ახალი იდეოლოგიის თუ ახალი პოლიტიკური პლატფორმების ჩამოსაყალიბებლად, სწორედ იმისთვის, რომ მომდევნო არჩევნები და ეს პროპორციული არჩევნები საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს, მაქსიმალურად გამოეყენებინა, რათა მიგვეღო პლურალისტური პარლამენტი, მიგვეღო უფრო მეტი იდეების დაპირისპირება და ამით, პოლიტიკა, ერთგვარად, გაჯანსაღებულიყო. დღეს, რა თქმა უნდა, ცხოვრება აკორექტირებს თარიღებს და დღეს ჩვენ ვნახეთ საზოგადოების დაკვეთა, დღეს ვნახეთ საზოგადოების მოთხოვნა. განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებდი ახალგაზრდების სულისკვეთებაზე და მათ სურვილზე, რომ ჩაერთონ პოლიტიკაში. იცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ თვეების წინ გააკეთა ეს განცხადება, რომ ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტად გავხსნათ კარი ახალი, მომავლის ხედვის მქონე ადამიანებისთვის, პერსპექტიული და წარმატებული ადამიანებისთვის პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებრივი დაკვეთა გახდა ზუსტად ამ გადაწყვეტილების საფუძველი. „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საზოგადოებრივი აზრი, საზოგადოების დაკვეთა ჩვენი თანამოქალაქეების სურვილი, არის უმთავრესი და გადამწყვეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ უკვე შეთავაზება, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა, რომ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე უკვე 2020 წელს, ნულოვანი ბარიერით, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, ახალ თაობას, ახალგაზრდებს რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკაში, არჩევნებში, ეს მისცემს შესაძლებლობას, რომ ყოველგვარი, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან მიკედლების გარეშე, თავისი ინტერესების დათმობის გარეშე, შეუძლიათ, რომ ჩამოაყალიბონ პოლიტიკური პარტიები, შეუძლიათ უკვე ჩამოყალიბებულ პარტიებს, რომ მონაწილეობა მიიღონ და მათ რეალურად, უკვე აქვთ შანსი, რომ დამოუკიდებლად, როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, მიიღონ ხალხის მხარდაჭერა, დაარწმუნონ ამომრჩეველი და შევიდნენ პარლამენტში. ეს არის რეალურად, დღევანდელი გადაწყვეტილება და ამას ეთანხმება უკვე ყველა მხარე, რომ ეს იყო ნამდვილად დემოკრატიული გადაწყვეტილება და ჩვენთვის ნამდვილად სასიხარულოა, რომ საზოგადოებაც, პოლიტიკური პარტიების უმეტესობაც, ამას შეხვდა დადებითი გამოხმაურებით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა