logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა: ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს
სოფიო ქაცარავა: ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს
21:16 19.06.2019
საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველო- ჩეხეთს შორის არსებული ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, განათლების საკითხები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობებისა და ვიშეგრადის ოთხეულის (V4) ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების და გაძლიერების პერსპექტივებს.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე; ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას.

„ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას. სწორედ ამიტომ ჩვენი კოლეგები, საგარეო, თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები და წევრები, ვიშეგრადის ფორმატში საქართველოში მოვიწვიე, რადგან ეს ფორმატი საშუალებას გვაძლევს ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გამართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო გოგუაძე და პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, გელა სამხარაული და ირაკლი აბესაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა