სენაკის მაჟორიტარი და მერიის წარმომადგენლები მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ
სენაკის მაჟორიტარი და მერიის წარმომადგენლები მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ
15:25 18.06.2019
დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ბერაია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლისგან, პროექტების მიმდინარეობის შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ამ ეტაპზე, ქალაქის მასშტაბით, გრძელდება მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის და დაზიანებული სახურავების გადახურვის პროცესი.

აქტიურად მიმდინარეობს წმინდა ნინოს № 8, №10, №11 და №14-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების გარე კედლების რეაბილიტაცია და გადახურვა. ასევე განახლდება რუსთაველის №166, №168, №168-ბ, №231, №235 და №235-ა კორპუსების ფასადები და დაზიანებული სახურავები.

სენაკის მერიის ცნობით, სამუშაოებს, რომლის სატენდერო ღირებულებაა 288 686 ლარი, ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე ველოდი სანაია უძღვება.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერეს.
ბეჭდვა